უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
არქივი
საზოგადოება
17 თებერვალი, 2020 14:45
ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის ნაცვლად მერიას რესტორნის აშენებას სთავაზობენ
ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებელი კომპანია მერიას სასტუმროს ნაცვლად რესტორნის აშენებას სთავაზობს. ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ზაქაიძემ თქვა, რომ 1958 წელს აშენებულ რესტორან ბუდაპეშტს აღადგენენ. მისივე განცხადებით, შენობა ზუსტად იგივე სიმაღლის იქნება, როგორც ადრე. რესტორანი ბუდაპეშტი 2-სართულიანი იყო, მისი ფართობი კი 480 მ²-ს შეადგენდა.
"ჩვენ გვინდა, მივმართოთ თბილისის მერიას ინიციატივით, რომლის შედეგადაც ამ ტერიტორიაზე სასტუმრო ბუდაპეშტი აღარ აშენდება. ვიხილეთ პრეზენტაცია ვაკის პარკისა და ისტორიული კასკადის აღდგენა პრეზენტაციაზე, ჩვენც გვინდა მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში", - ამბობს ზაქაიძე.