უკან

საზოგადოება

16 ივლისი, 2019 16:45
font-size

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კაპიტალური რეაბილიტაცია და ორმოული სამუშაოები სულ 47 800 მ2 ფართობზე ჩატარდა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 977 700 ლარი დაიხარჯა.

მათივე ცნობით, რამდენიმე ქუჩასთან ერთად, სამუშაოები შიდაკვარტალურ გზებზე და შიდა ეზოებში განხორციელდა. პროექტები ცენტრალური ვაკის, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონებისა და წყნეთის უბნებს მოიცავს.

„გზების რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გასული წლის მსგავსად, სხვადასხვა მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წელსაც გეგმის მიხედვით ხდება. გამგეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითადად, შიდაკვარტალური გზების მოწესრიგებას ვახორციელებთ, თუმცა არის რამდენიმე ქუჩა და შედარებით დიდი მონაკვეთები, რაც მიმდინარე წელს უკვე განვაახლეთ. სულ, ამ დროის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 50 მისამართზე მოხდა და სამუშაოები ახლაც გრძელდება“, - განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელმა ნოდარ ტურძელაძემ.

გზის საფარის განახლების გარდა, ორ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო, კიდევ ორ მისამართზე კი აღნიშნული სისტემები უახლოეს მომავალში მოეწყობა.

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს