უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

29 ნოემბერი, 2018 13:20
font-size

ვალდებულებები მას გარკვეულ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადაადგმევინებს - ხათუნა ლაგაზიძე სალომე ზურაბიშვილზე

არის ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური, რაც „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილში ჩადო და ეს ვალდებულებები მას გარკვეულ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადაადგმევინებს, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

ლაგაზიძე დადებითად აფასებს ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას, სადაც საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი არჩევანი საზოგადოების იმ ნაწილთან დიალოგია, ვინც ხმა არ მისცა.

„რადგან პირველი დილაა საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირობებში, ამიტომ დადებითი შეფასებით დავიწყებ. მნიშვნელოვანი და მისასალმებელი იყო პირველი ფრაზა, რაც პრეზიდენტის რანგში თქვა იყო, რომ იქნება ყველას პრეზიდენტი და გამონახავს გზას იმ ადამიანებთან დიალოგისთვის, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს. ეს არაა მხოლოდ საქართველოს 780 000 მოქალაქე, არამედ ისინიც, ვინც სახლში დარჩნენ და არჩევნებზე არ მივიდნენ და პროტესტი გამოუცხადეს ორივე კანდიდატს. მათთან დიალოგის რეჟიმის შენარჩუნება მთლიანად სალომე ზურაბიშვილზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად მონახავს ზურაბიშვილი ძალას იყოს გახსნილი მათთან დიალოგისთვის და იყოს მართლაც ყველას პრეზიდენტი. ეს მის პიროვნულ სიძლიერეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი გამაერთიანებლის სიმბოლო უნდა იყოს.

„საქართველოს კონსტიტუციით პრეზიდენტი ფაქტობრივად გამაერთიანებლის სიმბოლო უნდა იყოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. არის უზარმაზარი ვალდებულება, მათ შორის ფინანსური, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მასში ჩადო და რა თქმა უნდა, ეს ვალდებულებები მას გარკვეულ ნაბიჯებს „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადაადგმევინებს“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

ექსპერტი ასევე შეეხო სალომე ზურაბიშვილის მიერ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში გაკეთებულ განცხადებებსაც.

„რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ არენაზე მისი ბოლო განცხადება, რომელიც მან ქერჩის სრუტეში უკრაინა-რუსეთის საზღვაო კრიზისთან დაკავშირებით გააკეთა, იყო რაციონალური და სრულად შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს. იმედია, მის საგარეო პოლიტიკურ არენაზე ამ გეზს გააგრძელებს, რომელიც ენგურის ხიდთან დააფიქსირა და იქნება საკუთარი ქვეყნის ინტერესების არა მარტო გამტანი, არამედ დამცველი საერთაშორისო არენაზე“, - აცხადებს ლაგაზიძე.

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლებს მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ. "დღეს ვნახე ლევან ახვლედიანის კომენტარი, რომ პოლიტიკური ინტერესები

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი

6 დეკემბერი, 2019 , 16:40

არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, – ამის შესახე

უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ - მამუკა მდინარაძე

6 დეკემბერი, 2019 , 16:10

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე, გამოეხმაურა. "ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის

გონი არ მოეკითხება ივანიშვილს - გიგი უგულავა

6 დეკემბერი, 2019 , 15:20

ქუთაისის მერიასთან გაერთიანებული ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. მანამდე "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა კიკვიძის სკვერშ შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებს და მათ მხარდამჭერებს კვერცხები დაუშინეს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი

აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი

5 დეკემბერი, 2019 , 15:40

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. როგორც რუდმა აღნიშნა, აშშ მხარს უჭერს მმართველ პარტიასა და ოპო

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი - დავით ჭიჭინაძე

4 დეკემბერი, 2019 , 17:35

„ქართულ ოცნებაში“ არიან დარჩენილი გონიერი ადამიანები, რომლებიც ხვდებიან, რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაში ამოყვეს თავი და მე მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანები ქვეყანაზე უფრო ზრუნავენ, ვიდრე პარტიის ბედზე, - ამის შეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`