უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 თებერვალი, 2019 17:42
font-size

ვალერი ირემაძე – “მე რა შუაში ვარ, ვერ გავიგე” – გოგიტა ირემაძეს 20 ჭრილობა აქვს მიყენებული

ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 29 წლის, ვალერი ირემაძის სასამართლო პროცესი რუსთავის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.

ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლი წარედგინა, რაც დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვანის განძრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ვალერი ირემაძეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სხდომაზე ბრალდებული დამამშვიდებელი მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სასამართლო სხდომის განმავლობაში მოსამართლის მადონა მაისურაძის მიერ გამოტანილი დანაშაული ბრალდებულისთვის გაუგებარი იყო, მისი თქმით, ვერ ხვდებოდა, თუ რაში მიუძღვოდა დანაშაული და რატომ იმყოფებოდა სასამართლო დარბაზში.

“ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით, 13 წლის ძმისშვილს სხეულის სხვადასხვა მიდამოში 20-მდე ჭრილობა მიაყენა, რის შემდგომაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ბრალდებულს წარედგინა ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის ბ ქვეფუნქტებით.

დღეს ბრალდებულის მხარეს სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნას პატიმრობა, საზოგადოებაში არსებული მოარული ხმები, რომ ბრალდებულს აღენიშნებოდა დანაშაულის ჩადენისას ფსიქიკური აშლილობა და იყო შეურაცხადი, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ დანიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დასკვნის შედეგად გადაწყდება მართლაც შეურაცხადი იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას, სწორედ ეს იქნება განმსაზღვრელი იმის მოხდება ბრალდებულის სისხლის სამართლებრივი წესით გასამართლება, თუ დაენიშნება იძულებრივი ფსიქიატრიული მკურნალობა”,-განაცხადა “ინფო რუსთავთან” საუბრისას პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

“ჩვენ ვეთანხმებით, იმას რომ აუცილებელია, ბრალდებული მოთავსებული იქნას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექსპერტიზისათვის და დაცვის მხარე ვერ დავუშვებთ თუნდაც მცირედ შანსსაც, რომ ამ პროცესს დაბრკოლება შეექმნას. ექსპერტიზასთან დაკავშირებით სასამართლოსადმი უკვე მივმართეთ”-განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა ზურაბ დალაქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს რუსთავში 29 წლის მამაკაცმა 13 წლის ძმისშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რა დროსაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული შემთხვევამდე 2008 და 2014 წლებში ძარცვასა და მეზობლის ცემის გამო ორჯერ იყო ნასამართლევი. მისი ოჯახის წევრების თქმით, დაახლოებით ერთი კვირაა, რაც ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობა დაეწყო.

საქმესთან დაკავშირებით შემდეგი სასამართლო პროცესი რუსთავის სასამართლოში 2019 წლის 4 აპრილს არის ჩანიშნული.

ინფორუსთავი

ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

16 თებერვალი, 2019 , 13:42

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები შედეგად, ქურდობის მცდელობის ფაქტზე სამი პირი:

„ბერმელის“ სარჩელი ყოფილ თანამშრომლებთან ყალბი სესხებით 20,260 ლარის მითვისებაზე, არ დაკმაყოფილდა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

15 თებერვალი, 2019 , 22:54

დღეს, 15 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის მნიშვნელოვან დავაზე, შპს „მისო ბერმელის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რომელიც კ

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა

15 თებერვალი, 2019 , 13:05

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგ

მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 7 768 ლარს - მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

15 თებერვალი, 2019 , 10:40

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილის თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 2 არასრულწლოვანი

15 თებერვალი, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში მომ

თსუ-ის მეცნიერების საქმეზე ახალი გარემოებები და უცნობი ფაქტები გამოიკვეთა -„ახალგაზრდა ადვოკატები“

14 თებერვალი, 2019 , 23:28

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ჩატარებული კონკურსე