უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 მაისი, 2018 16:25
font-size

ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული - სებ-ის შეხსენება მომხმარებლებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ ახსენებს მომხმარებელს, რომ 2018 წლის 11 აპრილიდან სავაჭრო პლატფორმის საშუალებით უცხოური ვალუტით (ე.წ. FOREX) ან ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობის ორგანიზება დაექვემდებარა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებას და მისი წარმოების უფლებამოსილება გააჩნიათ მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებს.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს, ელექტრონულ სავალუტო ბაზრებზე ვაჭრობისას, მხედველობაში მიიღონ ზემოაღნიშნული გარემოება და გაითვალისწინონ, რომ უცხოური ვალუტით და ვალუტის კურსზე დამოკიდებული ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობა განსაკუთრებულ რისკებთან არის დაკავშირებული და სპეციფიურ ცოდნას და გამოცდილებას მოითხოვს.

,,მოგიწოდებთ, საშუამავლო საქმიანობისთვის ისარგებლოთ მხოლოდ ლიცენზირებული საბროკერო კომპანიის სერვისებით, ხოლო ლიცენზიის გარეშე ზემოაღნიშნული სერვისების განხორციელების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ეროვნულ ბანკს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე, სებ-ი იმ კომპანიების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც 2018 წლის 21 მაისისთვის უფლებამოსილნი არიან განახორციელონ საბროკერო საქმიანობა:

შპს "თიბისი კაპიტალი"
სს "გალტ ენდ თაგარტი"
შპს "ქართუ ბროკერი"
სს "კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი"
შპს "აბბი ასეტ მენეჯმენტი"
სს "ჰერითიჯ სიქიურითიზ"
შპს "ლ.ა. ინვესტ"
შპს "ფიდელის ველს მენეჯმენტი"
შპს "თრეიდ ჰოლდინგი"

საკვანძო სიტყვები:

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული

23 თებერვალი, 2019 , 16:00

2019 - 2021 წლებში საქართველოში აბონენტების 90 პროცენტზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. ამის შესახებ „მედიანიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ პრე

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გაუუმჯობესა – „BB“ სტაბილური

23 თებერვალი, 2019 , 12:28

სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სარეიტინგო კომპანია „

გალტ & თაგარტმა საქართველოს ენერგეტიკის სექტორზე კონფერენცია გამართა

22 თებერვალი, 2019 , 14:35

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციას ესწრებოდნენ ენერგეტიკის დარგში მომუშავე კერძო და საჯარო კომპანიების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო საფი

„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „გალერეა თბილისშიც“ გაიხსნა

21 თებერვალი, 2019 , 18:28

 „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ  რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერეა თბილისში“ ხსნის.  „ვენდი“ „გალერეა თბილისში&l

„თიბისი ბანკის“დამფუძნებელი აქციონერების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი განმარტებას აკეთებს

21 თებერვალი, 2019 , 18:19

საქართველოს ეროვნული ბანკი თიბისი ბანკთან დაკავშირებით მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს: “ეროვნული ბანკის საქმიანობა ემსახურება საფინანსო სექტორში ინვესტორთა ინტერესების მაქსიმალურად

ტექნოპარკში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს

21 თებერვალი, 2019 , 15:50

ტექნოპარკში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი მიმდინარეობს. ორი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპები საკუთარი პრო

ვიდეო გალერეა

მოსამართლეები ხელისუფლების სამსახურში