უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მარტი, 2021 14:15
font-size

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი

მმართველ პარტიაში ხომ ამბობენ, რომ დამონტაჟებულია, ფალსიფიცირებულია, 2010 წელია... შე კაი ადამიანო, ყველაფერი შენს ხელშია, გამოიძიე, დაადასტურე და ფალსიფიკატორები დასაჯე, დაგვარწმუნე! ამას ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში, მორალურად და არა სისხლის სამართლებრივი კუთხით ბერა ივანიშვილი უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე.

„პირადად მე, ბერას გარკვეულწილად მამაშვილურად ვუყურებ, იმის გათვალისწინებით, როცა ჩვენ ურთიერთობა გვქონდა, ეს ყველაფერი ხომ პოლიტიკის მიღმაა. არ გამოვრიცხავ, რომ კალაძისთვისაც პოლიტიკის მიღმა იყოს. მე ამ ყველაფერში, თუ რაიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი, ბერას არ ვადანაშაულებ. ის ადამიანები, რომლებიც მათ თავის მომსახურებას სთავაზობდნენ, არწმუნებდნენ ბავშვს, რომ ეს „მოსულა“. სინამდვილეში, ბერას გამო კი არ აკეთებდნენ ამას, აკეთებდნენ თავისი კეთილდღეობის გამო. შესაბამისად, ბერა ამ მთელი დამოკიდებულებების უფრო მსხვერპლად მიმაჩნია, ვიდრე ინიციატორად. მე მას ბავშვობიდან ვიცნობ, ვიცი რამდენად წესიერი ბავშვი იყო, თუმცა ამ გარემოცვამ გარყვნა. არ გამოვრიცხავ, რომ კახა კალაძეც ამ საკითხს ასე უყურებდეს. ის არგუმენტაცია, რაც ხელისუფლებას მოაქვს, არის ყოვლად სამარცხვინო. თუ შენ დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, ამხელა განცხადება გამოაქვეყნეს, პირიქით, შენ დაინტერესებული უნდა იყო, რომ ეს საკითხი გამოიძინონ, შენი სიმართლე დადასტურდეს. ხელისუფლებას ამის ყველა მექანიზმი ხელში აქვს. რატომღაც „ქართული ოცნება“ გამოძიებას არ იწყებს. ხომ ამბობენ, რომ დამონტაჟებულია, ფალსიფიცირებულია, 2010 წელია... შე კაი ადამიანო, ყველაფერი შენს ხელშია, გამოიძიე, დაადასტურე და ფალსიფიკატორები დასაჯე, დაგვარწმუნე! ამას ერთი სიტყვითაც არ ახსენებენ. ასეთი დამოკიდებულება და თუნდაც ის, რომ ბერას ახლა ყველა აქებს და ადიდებს, უწონებს საქციელს, ამით ხომ ბერას ცუდ საქმეს უკეთებენ, ბერას ამით ხომ ეუბნებიან, რომ „ნუ გეშინია“, სანამ ჩვენ ვართ, ყველაფერი მოსულა? ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე, სისხლის სამართლის გაგებით არ ვამბობ, მე ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ადამიანები ბერა ივანიშვილს დახმარებას თავად სთავაზობდნენ.

„საკუთარი პოზიციებისთვის აკეთებდნენ ეს ადამიანები ამას. თვითონ სთავაზობდნენ - „ბერა შენ თუ რამე გაგიჭირდა, ხომ იცი, შენ გამო ძვლიანად შევჭამთ ყველას“ და ერთგულებას ასეთი ექსტრავაგანტული გარყვნილი ფორმით ეფიცებოდნენ. ბავშვის ფსიქიკა ამას შეიძლება ჩაყვეს. მე არაფერს ვადასტურებ, ჩემს გულისტკივილს ვამბობ. ბერა ბავშვი როგორიც ვიცოდი, რაც გუშინ მოვისმინე არაფრით შემიძლია იმის დაჯერება. ხელისუფლება კი იმით, რომ არ ითხოვს გამოძიებას, ადასტურებს რომ აქ რაღაც დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუ დარწმუნებულია ხელისუფლება, რომ ეს ფალსიფიცირებულია და აქ პრობლემა არ არის, რატომ არ თხოვს გამოძიებას. გამოძიების გარდა ყველაფერზე რატომ ლაპარაკობენ?! ე.ი ყველაფერი არაა ხომ წესრიგში?! მაგრამ რომც იყოს რაიმე დანაშაული, არა სისხლის სამართლის კუთხით, არამედ მორალური კუთხით, მე ბერას არ ვთვლი დამნაშავედ, დამნაშავეებად მივიჩნევ იმ ადამიანებს, გარემოცვას, რომელმაც სიტუაცია შეუქმნა და უთხრა, რომ ყველაფერი მოსულა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო

13 აპრილი, 2021 , 10:42

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განათლების სამინისტროს ცნობით,