უახლესი ამბები
- 25.04.2024 17:33სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო
- 25.04.2024 17:07საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი
- 25.04.2024 14:27ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო
- 25.04.2024 13:51უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:33პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
სამართალი
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი, რომელიც გამოკვლევებისთვის "ავერსის კლინიკაში" დღეს გადაიყვანეს, უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს.
როგორც "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერაბიშვილი კლინიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულების გადაწყვეტილებით მიიყვანეს და მას რამდენიმე სახის გამოკვლევა ჩაუტარეს.
მისივე ინფორმაციით, მერაბიშვილი კლინიკაში დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
"ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა კლინიკაში. ის ამბულატორიულად იყო შემოსული. ჩაიტარა ის გამოკვლევები, რაც დანიშნული ჰქონდა პირადი ექიმის მიერ. ეს არის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ლაბორატორული კვლევები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ექიმის კონსულტაციები. უკვე აღარ იმყოფება კლინიკაში", - განაცხადა ჯორბენაძემ.