უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 აპრილი, 2019 13:40
font-size

ვანო მერაბიშვილი პატიმრობაში რჩება

მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა, - ამის შესახებ ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

უწყების ადგილობრივმა საბჭომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 11 აპრილს განიხილა.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ მსჯავრდებული ინფორმირებულია ადგილობრივი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

შეგახსენებთ - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 მაისში დააკავეს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა, რაზეც უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ საერთო სასამართლოებს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – ორი წელი და სამი თვე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხი წელი და ექვსი თვე; კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე – ხუთი წელი; ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – ექვსი წელი და ცხრა თვე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო ზომად ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ეს ვადა კი 2020 წლის თებერვლის ბოლოს იწურება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

22 მაისი, 2019 , 18:27

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ. ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელის სახით, 2 წელი და 3 თვე განესაზღვრა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. სასამართლოს გა

გორში მომხდარი ძარცვის ფაქტი გაიხსნა - მხილებულია არასრულწლოვანი

22 მაისი, 2019 , 16:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გორში მომხდარი ძარცვის ფაქტზე 2003 წელს დაბად

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებულებიდან ოთხს პატიმრობა, შვიდს გირაო შეეფარდა

22 მაისი, 2019 , 12:25

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან ოთხს - ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს, ნიკა დაუშვილს პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 7 ბრალდებულს - ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გი

დედამ შვიდი თვის ჩვილი გაგუდა

22 მაისი, 2019 , 11:37

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა.  მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმე

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

22 მაისი, 2019 , 10:20

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა გ

დააკავებულის პირი, რომელსაც ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი

22 მაისი, 2019 , 10:20

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მას ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. „შინაგან