უკან
საზოგადოება
20 თებერვალი, 2020 14:20
ვანო მერაბიშვილის პირველი ინტერვიუ მთავარ არხზე გავა
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვანო მერაბიშვილთან პირველი ინტერვიუ მთავარი არხის პირდაპირ ეთერში გავა. გადაცემა 22 საათზე დაიწყება.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მერაბიშვილს თავისუფლების აღკვეთის ვადა დღეს ამოეწურა.