უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

21 იანვარი, 2017 13:50
font-size

ვანო მერაბიშვილის თანხმობა გენერალურ მდივნად არჩევაზე საჭირო არ იყო - ზაზა ბიბილაშვილი

ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ზაზა ბიბილაშვილი, პარტიის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ყრილობის შემდეგ, რომელზეც გადაწყდა, რომ გენერალურ მდივნად საპატიმროში მყოფი ვანო მერაბიშვილი დარჩება და მის გათავისუფლებამდე უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეასრულებს, მერაბიშვილმა საპატიმროდან განაცხადა, რომ მას „პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია“.

როგორც ზაზა ბიბილაშვილმა Facebook-ში პირად გევრდზე დაწერა, ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეული, შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო.

„ყრილობაზე გენერალური მდივანი არ არჩეულა. შესაბამისად, არც თანხმობა იყო საჭირო. ყრილობამ უბრალოდ ძალაში დატოვა არსებული სტატუს კვო და არ გადააყენა მოქმედი გენერალური მდივანი, რადგან ეს იქნებოდა ივანიშვილის მიერ თავსმოხვეული თამაშის წესების მიღება, რასაც არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ. მეტიც, ეს გაუგებარი იქნებოდა საზოგადოებისთვის, მით უფრო იმ პირობებში, როცა ვანო მერაბიშვილს არც ერთხელ საჯაროდ არ დაუფიქსირებია თავისი პოზიცია პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, როცა ეს პოზიცია დაფიქსირდება, მას პატივს ვცემთ. ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილი არაა, რომ საკუთარი ნების წინააღმდეგ, ციხისა თუ მოცემულობის ტყვეობაში ამყოფოს ადამიანები“,-დაწერა პოლიტსაბჭოს წევრმა.

მონიკა დავლიანიძე

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - მეთიუ ბრაიზა

14 ივლისი, 2020 , 20:49

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატოს წევრი - ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ „მთავარი არხის“ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. ბრა

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა

14 ივლისი, 2020 , 20:23

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

14 ივლისი, 2020 , 18:01

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები - მიხეილ სააკაშვილი

14 ივლისი, 2020 , 16:47

ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვ

რატომ გადავწყვიტე დეპუტატობა? - თემურ შაშიაშვილი

14 ივლისი, 2020 , 16:25

„თეთრების“ ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა გუშინ გააკეთა განცხადება ქუთაისის მოჟორიტარად კენჭისყრის შესახებ. დღეს ის სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს თავისი გადაწყვეტილების მიზეზს. „ რატომ გა

გიორგი გახარიამ საფრანგეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

14 ივლისი, 2020 , 13:03

გიორგი გახარიამ საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის დადებით დინამიკას და ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე