უკან
უახლესი ამბები
- 18.04.2024 19:05ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი
- 18.04.2024 18:29“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
- 18.04.2024 14:47პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ
- 18.04.2024 13:57ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი
- 18.04.2024 13:06კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი
- 18.04.2024 12:41გენდერული კვოტირების გაუქმებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო და პარლამენტს უკვე მიმართა
- 18.04.2024 11:40ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
არქივი
სამართალი
29 ნოემბერი, 2017 15:40
ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ადვოკატების აცილება მოითხოვა. მომდევნო პროცესებიდან შს ყოფილ მინისტრს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება მერაბიშვილის ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე გააკეთეს.
როგორც მერაბიშვილის ინტერესების დამცველებმა გიორგი ჩივიაშვილმა და ბექა ბასილაიამ განმარტეს, ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილება ადვოკატების აცილებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკავშირდება.
გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ვანო მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-5 მუხლის დარღვევა და ის პოლიტიკური პატიმარია, ამიტომ შს ყოფილი მინისტრი საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს უნდობლობას უცხადებს.
ნინო ექვთიმიშვილი