უახლესი ამბები
- 28.03.2023 12:14ანა ნაცვლიშვილი და არმაზ ახვლედიანი პიროტექნიკის აკრძალვის მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან
- 28.03.2023 11:522023 წლის თებერვალში ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი, შემცირდა - ეროვნული ბანკი
- 28.03.2023 11:45თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში გაწევრიანდა
- 28.03.2023 11:28საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა
- 28.03.2023 11:22სოფელ ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
არქივი
კომენტარი

ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმა ნორვეგიაში ტექნიკის ქურდობისთვის დააკავეს - `კურიერი`
ნორვეგიაში, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ფაქტზე აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი სსიპ-ის თანამშრომელი დააკავეს, რომელიც დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა.
როგორც "კურიერს" წყარო უყვება, გრიგოლ აბრალავსათან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე საჯარო მოხელეა და მასაც ტექნიკის ქურდობა ედება ბრალად.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი ამბობს, რომ საკუთარ ცოლის ძმაზე ინფორმაცია არ გააჩნია, ზარდიაშვილი ამბობს, რომ არც ის იცის სად იმყოფება გრიგოლ აბრალავა.
„ვერ გეტყვით, არ ვიცი, მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. ბოდიში, თუ შეიძლება, კანონპროექტი გამაქვს გადავიკითხავ.
როგორ გითხრათ ახლა სად არის ჩემი ცოლის ძმა. სად არის თქვენი ცოლის ძმა? თქვენი ქმრის ძმა? ძმის ცოლი სად გყავთ?-რავიცი. არ მინახავს არ მაქვს ხშირი ურთიერთობა. რატომ მესაუბრებით არასერიოზულ კითხვებზე. ბოლოს ვიცი რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში, სწავლობს დოქტორანტურაში.ორი კვირაა არ მინახავს. არ მაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია, დავურეკავ დავაზუსტებ,“-ამბობს ზარდიაშვილი.
კითხვაზე არის თუ არა მისი ცოლის ძმა აუდიტის სამსახურის თანამშრომელი ზარდიაშვილი ამბობს,რომ „არ ახსოვს“.
წყარო: რუსთავი2
რესპუბლიკური საავადმყოფოს არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე, მღელვარების საფუძველი არ გვაქვს, საუბარია კლინიკის იმავე ადგილას აშენებაზე - ირაკლი ღარიბაშვილი
27 მარტი, 2023 , 12:44

აშკარად იკვეთება, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი - კახა კალაძე ანალენა ბერბოკზე
23 მარტი, 2023 , 16:41

საქართველოში თუ რაიმე ანტიევროპულია, ეს არის გუბაზ სანიკიძე, მიხეილ სააკაშვილი, „ნაცმოძრაობა“ - ირაკლი კობახიძე
23 მარტი, 2023 , 14:47
სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტი ხშირად აკეთებს ხოლმე ასეთ გაუგებარ განცხადებებს - ირაკლი კობახიძე
21 მარტი, 2023 , 14:03
`ქართულმა ოცნებამ` ფოცხს ფეხი დააბიჯა და ტარი აირტყა სახეში - ახლა დარეტიანებულია - ალეკო ელისაშვილი
16 მარტი, 2023 , 18:15
მგონი, ვანო მერაბიშვილი მართლა შემოგზავნილია, ისეთ განცხადებებს აკეთებს - ბაჩო დოლიძე
16 მარტი, 2023 , 18:01