უახლესი ამბები
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო - სალომე ზურაბიშვილი
ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაეცნობა რეგიონების პრობლემებს და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ეცდება დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.
„ის დაპირება, რაც მე გავეცი, რომ ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი, ნამდვილად ვაპირებ სიტყვის ერთგული ვიყო. ამის სიმბოლო თელავი იყო, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონებს, როგორც ამ ქვეყნის სიძლიერის საწინდარს. ასევე, ვიყავი სამეგრელოში, იქ ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ საავადმყოფოს ამოქმედება, რომელიც შეიძლება გახდეს რეგიონისთვის ძალიან მიმზიდველი. ასევე იგეგმება ჩემს ადმინისტრაციაში შემდგომი ვიზიტები და ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო და გავეცნოთ პრობლემებს ან ინიციატივებს, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფუნქციებიდან გამომდინარე დავეხმარო“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.