უკან

საზოგადოება

22 აგვისტო, 2018 14:35
font-size

ვარაზისხევზე ქვაფენილის აყრის საკითხის დაყენება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციისათვის მიუღებელია

თბილისის მერიის მხრიდან ქვაფენილის აყრის საკითხის დაყენება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციისათვის მიუღებელია.

აღნიშნულის შესახებ საუბარია ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,1. განვითარებული ევროპული ქვეყნების ქალაქებში თვლიან, რომ ქვაფენილი გაცილებით ამშვენებს ქუჩებს, ვიდრე ჩვეულებრივი ასფალტის ერთფეროვანი რუხი ზედაპირი. ვარაზისხევი დედაქალაქში გამორჩეული ადგილია, აქ ქვაფენილი ლამაზად ერწყმის თსუ-ს და მთლიანობაში ვიღებთ ძველი თბილისისათვის დამახასიათებელ ლამაზ გარემოს. მიგვაჩნია, რომ რიგ შემთხვევაში ქუჩებსაც, ისევე როგორც ისტორიულ სახლებს უნდა ჰქონდეთ ძეგლის სტატუსი და ასე ერთი ხელის მოსმით ქუჩის იერსახის განადგურების უფლება არავის არ უნდა გააჩნდეს. თავად განსაჯეთ, თითქმის 70 წელია რაც ვარაზისხევში გზა ქვაფენილით არის მოპირკეთებული და მას ისტორიული ფასი დაედო. ერთ მშვენიერ დღეს მისი აყრა, სრულიად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისათვის.

2. ქვაფენილის აყრის მომხრეთა მთავარი არგუმენტია, რომ ქვაფენილი წარმოქმნის ხმაურს და მტვერს. დიახ, ამჟამად შესაძლოა ეს ასეც იყოს და არასასიამოვნო პროცესებს ძირითადად განაპირობებს ქვაფენილის მოუვლელობა. თუმცა სულ თავისუფლად შეიძლება არსებული ქვაფენილი შეიცვალოს თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქვებით. ასეთ პირობებში ხმაურიც შემცირდება და მტვერიც, რაც მთავარია შენარჩუნდება ქალაქის ისტორიული იერსახე.

3. მერიაში ხშირად აცხადებენ, რომ მოდიფიცირებული ასფალტი უფრო გამძლეა და ათეული წლის განმავლობაში მიხედვა არ სჭირდება. ეს არასწორია! აბსოლუტურად ყველა გზას ესაჭიროება მოვლა-პატრონობა, მითუმეტეს თუ აღმართ/დაღმართია, ვინაიდან უხვი ნალექის პირობებში ხშირად ხდება წყლით საფარის ჩარეცხვა და დაზიანება. ასეთ შემთხვევაშიც კი, კარგად დაგებული ხარისხიანი ქვაფენილი პრაქტიკულად მუდმივია.

4. ქვაფენილს აქვს სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც. ვარაზისხევი, უხვი ნალექის დროს გამოირჩევა ნიაღვრებით, ამ დროს ქვაფენილი ასრულებს დრენაჟისა და წყალშემკავებლის ფუნქციას. წყლის ნაკადები გაიწოვება ქვებს შორის არსებულ ღარებში. თავსხმა წვიმების დროს, ქვაფენილის არარსებობის შემთხვევაში წყლის ნაკადი კიდევ უფრო სწრაფად მოხვდება გმირთა მოედანზე და გამოიწვევს მის დატბორვას. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისად მზადდება ისეთი ქვები, რომლებსაც აქვთ ავტომობილებისათვის მოცურების საწინააღმდეგო ფუნქცია, რაც თოვლისა და ლიპყინულის დროს მნიშვნელოვანია.

5. რაც შეეხება საგზაო მოძრაობას. აქ ის სრულიად მოუწესრიგებელია. გმირთა მოედნიდან, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადები ერთმანეთს ხშირად კვეთენ და ქმნიან ავარიულ სიტუაციას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ღამის საათებში როცა მოძრაობა მეტნაკლებად თავისუფალია, ავტომობილები იმოძრავებენ მაღალი სიჩქარით და ნაკადების კვეთის დროს გაიზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მოხდენის რისკი. ასეთ დროს, ქვაფენილი ერთგვარი შემაფერხებელია მაღალი სიჩქარის განვითარებისათვის.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მერიის მხრიდან ქვაფენილის აყრის საკითხის დაყენება ტრანსპორტისა და გზების ასოციაციისათვის მიუღებელია. მიუღებელია ის, როგორც ისტორიული, ინჟინრული, პრაქტიკული და ფუნქციური თვალსაზრისით. აშკარაა, რომ დღევანდელი მერია ცდილობს გააგრძელოს დავით ნარმანიას მერობის დროს დაწყებული ტენდენცია, ერჩის ისტორიულ ქვაფენილიან ქუჩებს და ნაცვლად გზების თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ქვებით მოპირკეთებისა, უბრალოდ ანადგურებს მას! ჯერ იყო ლეონიძისა და ჯავახიშვილის ქუჩები(ელბაქიძის აღმართი), ახლა ვარაზისხევი, დიდი ალბათობით შემდეგი იქნება კოტე აფხაზის ქუჩა(ყოფილი ლესელიძის)“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე