უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
საზოგადოება
ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია - კახა კალაძე
ერთი წელი გავიდა და საზოგადოება უყურებს, ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მერიის გამოწვევაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები, იყოს ყველანაირად მოწესრიგებული.
„ამდენი ხნის განმავლობაში ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ, გარკვეული პრობლემების გამო. ხან პროექტი არ ვარგა, ხან ტენდერი ვარდება, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება სირცხვილია.
ჩემი თხოვნა არის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთეთ პირდაპირი შესყიდვები, რადგან საზოგადოება უყურებს, ერთი წელი გავიდა და ვარკეთილის ჩამონგრეული ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია. იმოქმედეთ რაც შეიძლება ძალიან სწრაფად და ხარისხზე ორიენტირებულები რომ ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.