უკან
საზოგადოება
15 დეკემბერი, 2017 16:35
ვარკეთილის მესამე მასივში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება
ვარკეთილის მესამე მასივში, რამდენიმე მისამართზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ვარკეთილის ზედა პლატოს #5-ში საყრდენი კედელი მოეწყო. აღნიშნულ მისამართზე, წყალარინების ქსელიც შეიცვალა. ამ ეტაპზე კი საგზაო სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალარინების ქსელი ვარკეთილის მესამე მასივის, X კვარტლის, 23-ე კორპუსშიც შეიცვალა. უახლოეს პერიოდში კი სამგორის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს განახორციელებს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯავახეთის ქ. # 23-შიც მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ"-მა სასმელი წყლის მილი გადატანა.