უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 იანვარი, 2020 15:20
font-size

ვარკეთილში „ანას ბაღის“ ტერიტორიაზე დაპირისპირებისას ოთხი პირი დააკავეს

ვარკეთილის ზემო პლატოზე, სადაც „ანას ბაღის“ ნაცვლად, 10- სართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და იმ კომპანიის დაცვის წარმომადგენლებს შორის, ვინც აპირებს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობა განახორციელოს, დაპირისპირება მოხდა.

მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ოთხი პირი დააკავა. როგორც შსს-ში განაცხადეს, დაკავებულები 166-ე მუხლის საფუძველზე არიან, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ადგილობრივების მოთხოვნაა, ვარკეთილში, ზემო პლატოს 21-ე და 22-ე კორპუსების მიმდებარედ არ აშენდეს 10- სართულიანი კორპუსი და ისევ გამწვანება დარჩეს.

ადგილობრივების პროტესტს სამშენებლო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. გიორგი ბენაშვილის თქმით, მოსახლეობის პროტესტი აბსურდულია. მისივე თქმით, კომპანიას ყველა საბუთი წესრიგში აქვს. გიორგი ბენაშვილის აცხადებს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიაზე ნაკვეთები თვითნებურად აქვთ შემოღობილი და მათი დათმობა არ სურთ. ბენაშვილი ასევე ამბობს, რომ საპროტესტო აქციები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იმართება.

პირველი არხის ფოტო

ხელისუფლებამ სოციალური საცხოვრისი, მისი ბინადრებისთვის, სოციალურ ჩიხად აქცია - ფიქრია ჩიხრაძე

26 სექტემბერი, 2020 , 17:30

"ლელო საქართველოსთვის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ფიქრია ჩიხრაძე სოციალური საცხოვრისის ბინადრებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. “ლელოს” პრესსამსახურის ცნობით, პროექტი "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყო

საქართველო ჯერჯერობით ინარჩუნებს დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს - თამარ გაბუნია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, საქართველო "მწვანე ქვეყნის" სტატუსს ინარჩუნებს. „გლობალურად ქვეყნები ერთმანეთს

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მომხდარ ავიაკატასტროფას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება და უკრაინელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მტკივნეულია ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში მ

ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფით - გიორგი გახარია

26 სექტემბერი, 2020 , 16:20

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს და დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმად დამწუხრებული ვარ უკრაინის სამხედრო თვითმფ

შსს თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

26 სექტემბერი, 2020 , 15:50

შინაგან საქმეთა სამინისტრო თელავის საკარანტინო სივრცეში გარდაცვლილი პირის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა თელავში, საკარანტინო სივრცეში მამაკაცის გარდაცვალ

N16 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

26 სექტემბერი, 2020 , 15:20

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N16 პენიტენციური დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების განცხადებით მას პატიმრებთან და ყაზარმულ რეჟიმში მყოფ თანამშრომლებთან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე