უკან
უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- 19.04.2024 16:23მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი
- 19.04.2024 15:1420-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი
- 19.04.2024 15:06ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა
არქივი
პოლიტიკა
5 მაისი, 2016 13:35
ვაშაძე არ იქნება ბოლო, ვინც ნაციონალურ მოძრაობას დატოვებს - ლუკა კურტანიძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის დატოვების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პროცესს გაგრძელება მოჰყვება.
„მე მხოლოდ ერთის თქმა შემიძლია. ამ პროცესს გაგრძელება მოჰყვება. ნაციონალური მოძრაობა იშლება. ამას ჯერ კიდევ როდის ვამბობდით. მე მიხარია, როდესაც პოლიტიკოსები ხვდებიან საკუთარ შეცდომებს, აანალიზებენ და შესაბამის ნაბიჯებსაც დგამენ. ვაშაძე არ იქნება ბოლო, ვინც ამ პარტიას დატოვებს“,-განაცხადა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
მონიკა დავლაინიძე