უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

15 აპრილი, 2019 10:44
font-size

ვაშინგტონში ზაზა ოქუაშვილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს

ვაშინგტონში „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს.

ზაზა ოქუაშვილს ჯერ კონგრესის მიღებათა დარბაზში მადლობა გადაუხადეს, შემდეგ კი ბეიკერ მაკენზის ინსტიტუტში ნიუ-იორკ თაიმსის ჯილდო გადასცეს.

“მადლობა ამ აღიარებისათვის. ეს დიდი პატივია ვიდგე აქ დღეს საქართველოსა და აშშ-ს ამდენ ლიდერთან ერთად. როგორც „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა, მე დავეხმარე ამერიკული და საერთაშორისო ბრენდების საქართველოს ბაზარზე შემოსვლას. ეკონომიკური კავშირების გაძლიერებით ჩვენმა პარტნიორობამ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობაც გააძლიერა. საერთო ბიზნეს ძალისხმევები ყველაზე წარმატებულია, როდესაც ისინი საერთო ფასეულობებს ეფუძნება.

ჩემი გამოცდილების მიხედვით, ქართველებსა და ამერიკელებს საერთო ფასეულობები გააჩნიათ: თავისუფლება, პიროვნული უფლებები და კანონის უზენაესობა. ჩვენი ქვეყნების პარტნიორობის შემდგომ დონეზე მიყვანისათვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ფასეულობები იყოს დაცული. სწორედ ამიტომ ვდგავარ მე დღეს თქვენს წინაშე. რა თქმა უნდა როგორც ბიზნესმენი, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, როგორც ქართველი, რომელსაც საუკეთესო უნდა თავის ქვეყნისათვის - და ჩვენი ურთიერთობისათვის აშშ-თან. ამ დიდი პოტენციალის რეალიზებისათვის უნდა ვიმუშაოთ ერთად რათა გავაძლიეროთ კანონის უზენაესობა, არ დავუშვათ უსამართლო ძალაუფლება, რომელიც ანადგურებს ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობისა და მეგობრობის მიღწევებს, და ვისწრაფოდეთ მეტი ანგარიშვალდებულობისა და გამჭვირვალობისკენ.

კიდევ ერთხელ მადლობა ამ პატივისათვის.” - აღნიშნა ზაზა ოქუაშვილმა.

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია. მისი შემოყვანილია ქართულ ბაზარზე მსოფლიოში ცნობილი ავტობრენდები.

საკვანძო სიტყვები:

ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუმჯობესდა

18 აპრილი, 2019 , 11:40

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ პრესის თავისუფლების 2019 წლის ინდექსში საქართველომ მე-60 ადგილი დაიკავა. ინდექსის თანახმად, საქართველოს 28.98 ქულა აქვს. საქართველოს რეიტინგი 2018 წლის ინდექსთან შე

უნგრეთში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

17 აპრილი, 2019 , 10:36

დედაენის დღესთან დაკავშირებით ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა გამოფენა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ და უნგრელი ქართველოლოგის მარტონ იშტვანოვიჩის სახელობის ქართულ

მინსკში წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე

16 აპრილი, 2019 , 12:55

მინსკში ქართული სათვისტომოსა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბელარუსის მართლმადიდებლური ეკლესიის მხარდაჭერით, წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების ტაძარში პირველად შესრულდა ღვთისმსახურება ქართულ ენაზე. ღვთისმსახურება შე

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

16 აპრილი, 2019 , 10:15

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ფრანგულ მედიას საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა განუცხადა. „ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის

რუმინეთის პერსპექტივიდან საქართველოს აყვავება და უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია - რუმინეთის პრემიერი

15 აპრილი, 2019 , 16:20

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის ვასილიკა-ვიორიკა დენჩილას განცხადებით, მოხარულია, რომ მასპინძლობს საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს და მთავრობის წევრებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერთან შეხვედრაზე განიხილეს საქა

პრემიერ-მინისტრმა რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო

15 აპრილი, 2019 , 15:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბუქარესტში, რუმინეთის დამოუკიდებლობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაურმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, გვირგვინით შე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019