უახლესი ამბები
- 19.04.2024 17:25ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“
- 19.04.2024 17:15ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
არქივი
საზოგადოება
ვაშლების დარიგების კამპანია პირველი კლასიკური გიმნაზიიდან დაიწყო
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წამოწყებული„ჯანსაღი ცხოვრების კამპანია“ დღეიდან ამოქმედდა.
კამპანიის მიზანი საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, რომელიც ვაშლების დარიგებას გულისხმობს.
მოსწავლეებს კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათ დღეს ერთ ვაშლს დაურიგებენ.
ვაშლები პირველად, თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში დაარიგეს.
კამპანიის ფარგლებში ვაშლები თბილისის 10 სკოლას დაურიგდება. სასწავლებლების შერჩევა რიცხოვნობის მიხედვით მოხდა და ის დედაქალაქის უბნების ორ-ორ სკოლაზეა გათვლილი.
განათლების სამინისტროს პროექტების მენეჯერის მაია მუშკუდიანის განცხადებით, პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 2.200 ვაშლია შეტანილი.
„დღეს შემოვიტანეთ პირველ კლასიკურ გიმნაზიაში 2. 200 ვაშლი. ბავშვები ძალიან ელოდებიან და ჩვენც ველოდებით, რომ გამოვლენ და დააგემოვნებენ. პროექტი ძალიან ბევრ კომპონენტს შეიცავს და ბევრი ღონისძიებებით არის დატვირთული. ეს ერთ-ერთი კომპონენტი იქნება, ომელიც ემსახურება ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას“,-განმარტა მუშკუდიანმა.
1-ლი კლასიკური გიმნაზიის დირექტორის თამარ კაპანაძეს განმარტებით, ბავშვებს ვაშლის მირთმევა უკვე მეორე გაკვეთილის შემდეგ შეეძლებათ.
„2.165 მოსწავლე სწავლობს თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. გუშინ საღამოს მივიღეთ 2.200 ცალი ვაშლი, რომელიც სათითაოდ არის დაფასოებული. განვათავსეთ კალათებში, რომელიც დერეფნებში განვათავსეთ. მოსწავლეებს უკვე მეორე გაკვეთილის შემდეგ შეუძლიათ, რომ სურვილისამებრ აიღონ კალათიდან ვაშლი და მიირთვან“,-განაცხადა დირექტორმა.
მონიკა დავლიანიძე