უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2019 14:47
font-size

ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები, დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაინტერესდა, თუ როდის დასრულდება მარშალ-გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის სამუშაოები.

აღნიშნული კითხვით მან მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა და სთხოვა, საზოგადოებისთვის მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, პროექტის ცვლილების გამო, ესტაკადის მშენებლობის დასრულების ვადები გაიწელა.

„ძალიან ბევრი ადამიანი კითხულობს, თუ როდის დასრულდება ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა. მინდა განმარტება გავაკეთო, რომ მშენებლობის პროექტი შეიცვალა. გვსურდა, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა იქ არსებული ხე-მცენარეები. თუ არ ვცდები, პირველი პროექტით, იქ 100-მდე ხე უნდა მოჭრილიყო, რაც სერიოზული პრობლემა იყო და კერძო საკუთრებასაც ვეხებოდით. შესაბამისად, პროექტის ცვლილების გამო, დრო გაიწელა. სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა. ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ესტაკადაზე ძირითადი, კონსტრუქციული ტიპის სამუშაოები უკვე დასრულებულია.

„ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი. ვინაიდან ესტაკადის დასრულების შემდეგ, მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა აღნიშნული ესტაკადით სარგებლობას შეძლებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

თბილისის ტერიტორიაზე საველე გეოლოგიური კვლევები ჩატარდა

6 ივნისი, 2020 , 11:55

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფარგლებში, სა

კორონავირუსით ინფიცირების სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

6 ივნისი, 2020 , 11:40

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, 1 კი კარანტინში იმყოფებოდა. „დღეს მხოლოდ 3 ახალი დ

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

6 ივნისი, 2020 , 10:45

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 808 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!