უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ივნისი, 2022 11:47
font-size

ვაშლოვანში, არწივის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან ერთად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, არწივის კანიონზე შესრულებული ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არწივის ხეობაში დამატებითი ეკოტურისტული სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით მოეწყო.

„1 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კანიონის სიღრმეს მიუყვება, საიდანაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი. არწივის კანიონის ახალ საფეხმავლო ბილიკზე, სუბტროპიკულ გარემოში მოგზაურობა ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.

არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს. აქ ბუდობს მტაცებელ ფრინველთა მრავალი სახეობა, მათ შორის ორბი, სვავი, ფასკუნჯი. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

4-7 ოქტომბერს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:16

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-7 ოქტომბერს საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. მათივე ცნობით, თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუ

დეპარტამენტის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

2 ოქტომბერი, 2024 , 13:00

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხელმძღვანელის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურ

დეპარტამენტის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

2 ოქტომბერი, 2024 , 13:00

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ხელმძღვანელის სახელით მოქალაქეებს გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები არ გაგზავნიათ. საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურ

საქართველოს ბანკმა Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა

2 ოქტომბერი, 2024 , 12:01

საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დასაფინანსებლად Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agree

5 და 6 ოქტომბერს „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში გაიმართება

2 ოქტომბერი, 2024 , 11:52

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 5 და 6 ოქტომბერს საზოგადოებას სახალხო დღესასწაულ „თბილისობისადმი“ მიძღვნილი აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისივე თქმით, ღონი

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა

1 ოქტომბერი, 2024 , 11:15

თბილისის ანძა ვარდისფრად განათდა, რაც ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, თბილისის სატელევიზიო ანძა ძუძუს კიბოს შესახებ ცნობადობის