უკან

საზოგადოება

5 თებერვალი, 2025 12:03
font-size

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა - საია

ის, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი აღარ იქნება „მოამბის” წამყვანი, არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ გნაცხადებაშია ნათქვამი.

ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტისა და წამყვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე.

„გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი განუსაზღვრელი დროით აღარ იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე საინფორმაციო გამოშვება „მოამბის” წამყვანი. ეს შემთხვევა არის თავისუფალი სიტყვისა და ობიექტური ჟურნალისტიკის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესია, რომელიც არღვევს, არა მარტო, ჟურნალისტის უფლებებს, არამედ, საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია იმ ორგანოსგან, რომლის დამოუკიდებლობაც კონსტიტუციით არის აღიარებული. ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას, მათ შორის, პოზიციებს, რომლითაც ის სოლიდარობას უცხადებს უკანონო პატიმრობაში მყოფ, “ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელს, ასევე, საჯაროდ საუბრობს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, მათ შორის, ეთერის საზოგადოებისთვის გახსნის საკითხებზე. მიგვაჩნია, რომ მის მიმართ გატარებული ზომები მისი, როგორც ჟურნალისტის, საეთერო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებაა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მოქმედებდეს როგორც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი სუბიექტი, რომელიც საჭირო ინფორმაციას აწვდის საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს. ასევე, ფართოდ აღიარებულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ფუნქციონირებდეს პოლიტიკური ჩარევებისგან დამოუკიდებლად. თუმცა, ის ამას ვერ ახერხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ.

ამასვე მოწმობს ის ფაქტი, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, აქციები იმართება სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მოთხოვნით: შეასრულოს მაუწყებელმა თავისი ფუნქცია და საზოგადოებას მიაწოდოს დროული და ობიექტური ინფორმაცია. ამ მოთხოვნას, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილიც უერთდება. არაკონსტიტუციურია “ქართული ოცნების” მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენება მისი მიზნებისთვის, აგრეთვე მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, მისი საჯარო მანდატიდან გამომდინარე, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პოზიციას ან დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას.

ჩამოყალიბებულ დემოკრატიებში, სახელმწიფოს მხრიდან ჩაურევლობა მაუწყებლის თავისუფლებაში დაცულია როგორც კანონმდებლობით, ისე პრაქტიკით, რასაც საქართველოს შემთხვევაში ვერ ვხედავთ, ხოლო, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მიმართ განხორციელებული რეპრესია ამის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ამასთან, ევროპის საბჭოს რეკომენდაციით, წევრ სახელმწიფოებს ევალებათ შექმნან გარემო, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოჩინდება როგორც ინფორმაციის გავრცელების სანდო წყარო, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი და დააკმაყოფილებს ეთიკისა და ხარისხის მაღალ სტანდარტს, თუმცა, განსაკუთრებით მიმდინარე აქციებისა და ადამიანის უფლებების მასშტაბური დარღვევების ფონზე საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ როლს არ ასრულებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, ერთი მხრივ, იგი არსებობს, რათა ემსახუროს საზოგადოებას ზოგადად და, მეორე მხრივ, იგი ფინანსდება საჯარო სახსრებით, თუმცა, ნაცვლად ამ საჯარო ფუნქციის შესრულებისა, იგი ემსახურება “ქართულ ოცნებას”,-აღნიშნულია საია-ს განცხადებაში.

ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულებაში - მეუფე შიო მუჯირი

8 თებერვალი, 2025 , 18:28

დღეს, როდესაც ჩვენ კვლავ ვდგავართ დიდი გამოწვევების წინაშე და ვიხსენებთ წმინდა დავით მეფის პიროვნებას, მის ღვაწლს, გვმართებს დაფიქრება იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის საწინდარი მდგომარეობს მხოლოდ დავითის გზის ერთგულე

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართა

8 თებერვალი, 2025 , 18:12

საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელ ეროვნულ ყრილობაზე „საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეა“ დაფუძნდა. ყრილობა მზია ამაღლობელისა და თემურ ქათამაძისთვის სოლიდარობის გამოცხადებით გაიხსნა. ასამბლეის

საქართველოში კობოსთან ბრძოლის დღე აღინიშნა

8 თებერვალი, 2025 , 15:37

საქართველოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისში, სასტუმრო "ჰილტონ გარდენ ინნ-ში" გაიმართა. მისი ორგანიზატორები იყვნენ კავკასიის ონკოსაზოგადოება (H.O.P.E) და პაციენტთა ორგანიზაცია "ევროპა დონა

“ოცნების ქალაქის“ პროექტი სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას გულისხმობს, იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის - ირაკლი კობახიძე

8 თებერვალი, 2025 , 12:00

“ოცნების ქალაქის“ პროექტი  არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში გ

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შექმნა

6 თებერვალი, 2025 , 17:39

საქართველოს სახალხო დამცველმა მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „6 თებერვალს, საქართვე

ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამიანის ძირითად უფლებებს და ემსახურება მიმდინარე აქციების ჩახშობასა და პროტესტის მონაწილეთა დაშინებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`

6 თებერვალი, 2025 , 13:32

ქართული ოცნების პარლამენტმა 3 თებერვალს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებისაკენ მიმართული დიქტატორული წესების განხილვა დაიწყო, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანის ძირითად უფლებებს - ამის შესახებ "საერთაშორისო