უკან

საზოგადოება

8 თებერვალი, 2017 14:45
font-size

ვასილ მაღლაფერიძის პრეზენტაციაზე საეჭვო ციფრები იყო მოყვანილი - დოდო შონავა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების საზოგადოებრივ-პილიტიკური მიმართულების მთავარი პროდიუსერის, პროფესიული კავშირის თავმჯდომარის დოდო შონავას განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძის პრეზენტაციაზე, რომელიც არხის რეფორმირების სამწლიან გეგმას შეეხებოდა, საეჭვო ციფრები იყო მოყვანილი.

როგორც შონავამ მედიას განუცხადა, მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ არხზე 102 გადაცემას შეაჩერებს, მაშინ როდესაც პირველ და მეორე არხზე ჯამურად სულ 43 გადაცემაა.

„ეს იყო XXI საუკუნისთვის შეუფერებელი პრეზენტაცია. „ფაუერ ფოინტი“ მაინც უნდა იცოდე იმისათვის, რომ XXI საუკუნის განვითარებაზე ილაპარაკო. საეჭვოა ის ციფრები, რომელიც აქ იყო მოყვანილი. მაგალითად, მეორე არხთან დაკავშირებით ითქვა 4 მილიონ რაღაცა, როდესაც ბიუჯეტში, წლევანდელ ბიუჯეტში სულ მილიონი ლარია გამოყოფილი მთელი არხისთვის. აქ იგულისხმება პარლამენტის ტრანსლირება და სხვა. 102 გადაცემას როდესაც ასახელებენ, სულ 33 გადაცემაა პირველ არხზე, 10 გადაცემა არის მეორე არხსზე“,-აღნიშნა შონავამ.

მაუწყბელის თანამშრომელმა არხის გენერალური დირექტორის კონსულტანტს ია ანთაძესაც შეეხო და აღნიშნა,რომ იგი საზოგადოებას გულაგ-ის ზედამხედველი ქალბატონივით ესაუბრება.

შონავას თქმით, ანთაძეს არ აქვს უფლება გულგრილად ისაუბროს ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლების შესახებ.

„ქალბატონი იას ავტორიტეტი არის დამსხვრეული, ნაცარტუტად ქცეული. მე მაინტერესებს, რა კომპლექსების რეალიზებასთან გვაქვს საქმე?! მე მაინტერსებს, გულაგ-ის ზედამხვედევლი ქალივით რომ გვესაუბრება და ასე გულგრილად საუბრობს მასიურ დათხოვნებზე, ვინ მისცა მას ამის უფლება?!“,-განაცხადა დოდო შონავამ.

მისი თქმით, მაუწყებელს სჭირდებ რეფორმები, მაგრამ ისინი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ რეფორმა არ გვჭირდება, ჩვენ არ ვამბოთ, რომ ჩვენ ტექნიკური გადაიარაღება არ გვჭირდება, ჩვენ არ ვამბობთ, რომ ოპტიმიზაცია არ გვჭირდება, ოღონდ ჩვენ გვჭირდება ეტაპობრივი მოდერნიზაცია, სამართლიანი მოდერნიზაცია და ის მენეჯმენტი, რომელიც კვალიფიციური იქნება“,-განაცხადა დოდო შონავამ.

მონიკა დავლიანიძე

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი