უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
სამართალი
ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის საჩვენებელი სწავლება გაიმართა
ვაზიანის სასროლეთზე საინჟინრო ოცეულის სიტუაციური ვარჯიშები საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრო.
როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საინჟინრო მესანგრეთა ოცეულმა ოპერაციის რაიონში სამანევრო ქვედანაყოფის მხარდაჭერისა და მოწინააღმდეგის შეტევის შეზღუდვის ოპერაციები განახორციელა. ბრიგადის გენერლის ალექსანდრე კიკნაძის შეფასებით, წვრთნებმა წარმატებით ჩაიარა და ქვედანაყოფებმა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის დონე გამოავლინეს.
უწყების ცნობით, სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი მხარდამჭერ ქვედანაყოფთან ურთიერთქმედებით გზის მონაკვეთზე ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებების გამოყენებით მოწინააღმდეგის მანევრის შეზღუდვა, საინჟინრო და ქვეითი ქვედანაყოფების ერთმანეთთან სინქრონიზაცია იყო.