უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

6 მაისი, 2017 17:35
font-size

ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება, რომლის მიზანია აღნიშნული ჯიშების პოპულარიზაცია და ბაზარზე მათი სამრეწველო მიმართულებით დაბრუნება, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.

ახალი ღვინოების პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

როგორც მედიანიუსს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ და ცენტრის სპეციალისტებმა მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე, ასევე იშვიათი ვაზის ჯიშების წარმოების პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს. ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონდათ 20-ზე მეტი იშვიათი ჯიშისგან დამზადებული ღვინოები დაეგემოვნებინათ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მრავალწლოვანი კულტურების კვლევისა და სარგავი მასალების წარმოების ექსპერიმენტული ბაზა მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზეა განთავსებული. საკოლექციო ნარგაობაში დაცულია ვაზის 350 უცხოური და 437 ქართული ჯიში, მათ შორის ქართული ვაზის უნიკალური და იშვიათი ჯიშების კოლექცია, რომლის მოძიება და აღდგენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა. აღნიშნული ჯიშები თავის დროზე სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა და მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სწორედ აღნიშნული ჯიშების სამრეწველო მიმართულებაში დაბრუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოების დაყენებას და მათ კვლევას ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზა 2007 წელს ა(ა)იპ „აგრო“-სა და შპს „აგრო-ქართუ“-ს მიერ საქველმოქედო ფონდის „ქართუ“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. 2014 წელს საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჯიღაურას სადემონსტრაციო მეურნეობა სახელმწიფოს გადასცა, რომლის ბაზაზეც სსიპ სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ჩამოყალიბდა.

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

23 ოქტომბერი, 2020 , 11:05

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავამ მაღალი დონის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. დისკუსიაში „ციფრული ევროპა

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრაზე - ჩვენი სტრატეგიაა ბალანსის დაჭერა, რაც წერტილოვან ღონისძიებებს გულისხმობს, სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება

20 ოქტომბერი, 2020 , 17:15

სისტემური ჩაკეტვები ქვეყანაში არ იქნება, ისეთი სისტემური ჩაკეტვები, რომლებიც ეკონომიკაზე პირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მსხვილ დამსაქმებლებთან შეხვედრისას გა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი დოლარი გაყიდა

19 ოქტომბერი, 2020 , 17:40

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. "2020 წლის 19 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გა

პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა - „საქსტატი“

19 ოქტომბერი, 2020 , 12:35

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოდან პროდუქციის ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა. 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება

14 ოქტომბერი, 2020 , 14:25

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება, - ასეთია განახლებული პროგნოზი, რომელიც ასახულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გლო

საქართველოს ეკონომიკა თანდათან პოზიტიურ განვითარებას უბრუნდება - ნათია თურნავა

13 ოქტომბერი, 2020 , 16:55

საქართველოს ეკონომიკა თანდათან უბრუნდება პოზიტიურ განვითარებას. გამოქვეყნდა სექტემბრის თვის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა და ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი სექტემბერში 8.6 პროცენტით გაიზარდა. პარალელურად, იმპორტი შ