უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ნოემბერი, 2017 17:10
font-size

ვდებთ პირობას, რომ საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური - „გირჩი“

პოლიტიკურმა პლატფორმა „გირჩმა“ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ პირობა დადო, რომ ეს დასაწყისია და ისინი მიაღწევენ კანაფის მოხმარების ლეგალიზებას.

„ისტორიული დღეა 2017 წლის 30 ნოემბერი. ამ გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში განვიხილავთ ორ რამეს - კანაფის მოხმარება არის ლეგალური თუ რამდენიმე დღეში ან კვირაში გახდება ლეგალური. შეთანხმებული ვართ, რომ დეკრიმინალიზებულია და აუცილებლად ვდებთ პირობას, რომ საქართველოში, უახლოეს მომავალში საქართველოში მარიხუანას მოწევა-მოხმარება იქნება ლეგალური.

მე მინდა, გესაუბროთ საქმე №732-ზე, სინამდვილეში ამ საქმემ განაპირობა ჩვენთვის ახალი უფლების მინიჭება, რომელიც აქამდე არ გქვონდა, და ეს საქმე იქნება უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, არამედ ქართული სამართლებრივი ცხოვრებისთვის. ესაა საქმე, რომელმაც მოახერხა, უცბად საქართველო მაღლა აეწია დემოკრატიულობის ყველა ინდექსში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის გასაკვირი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გასაკვირია ამ რეგიონისთვის, სადაც ჩვენ რეალურად ვცხოვრობთ“, -თქვა ხვიჩიამ.

ხვიჩიამ თქვა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყველა ნასამართლეობა, რომელიც უკავშირდება მარიხუანის მოხმარებას, მოიხსნება.

„სასამართლომ თქვა ის, რომ სახელმწმიფო უნდა შეეშვას პატერნალისტურ მიდგომებს ადამიანებზე, რომელიც აისახება არა მხოლოდ მარიხუანაზე, დროთა განმავლობაში აისახება ყველა ტიპის ნარკოტიკზე, იმიტომ რომ თუ მარიხუანა არის ასეთი, მაშინ ჩათვალეთ, რომ ნებისმიერი ნარკოტიკი შესაძლებელია, იყოს ასეთი. ეს არის სწორად მიმავალი გზა საქართველოს ნარკოპოლიტიკის გასაადამიანურებლად და შესაცვლელად. გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ იხსნება ყველა ნასამართლეობა , რაც კანაფთან დაკავშირებით ადამაინებს ჰქონდათ, დაბრუნდება ყველა მართვის მოწმობა, რომელიც ამ მუხლით აქვთ შეჩერებული ადამიანებს“, -თქვა ხვიჩიამ.

„გირჩის“ წევრმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა, რომ დეკრიმინალიზაციის შემდეგ ნარკოპოლიტიკის ახალი ეტაპი იწყება.

„ქვეყანაში გაჩნდება უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს მოხდება და ამას არ უნდა შევხვდეთ გარკვეული შიშებითა და გარკვეული არაცნობიერი და ქვეცნობიერი ინსტიქტებით. ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებული იმისთვის, რომ არასრულწლოვან ადამიანებს არ ჩაუვარდეთ ხელში ნარკოტიკული საშუალება, რათა არ მოხდეს ამ ფაქტების სხვადასხგვარი იმპლემენტირება იმ ადამიანების მხრიდან, ვინც არ გვიჭერდა მხარს”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქე გივი შანიძის სარჩელი, რომელიც გულისხმობს მარიხუანის განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრულ გაუქმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის აღარავინ არ დაისჯება.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი