უახლესი ამბები
- 24.01.2021 10:52ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
- 24.01.2021 10:46ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
- 24.01.2021 10:29დღის კალენდარი _ 24 იანვარი
არქივი
სამართალი


ვეძისში დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან
თბილისში, ვეძისის დასახლებაში გუშინ საღამოს დაჭრილი ოთხი ახალგაზრდა კვლავ რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.
ექიმის, ზვიად ძნელაძის განცხადებით, გოგონა მსუბუქად იყო დაჭრილი და ის მალევე გაწერეს, ოთხ ახალგაზრდა მამაკაცს კი ქირურგიული დახმარება დასჭირდა. მათ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, რომელსაც ფილტვი ჰქონდა დაზიანებული, შედარებით მძიმე იყო. სამედიცინო დახმარების შემდეგ, ორი პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, ორი კი პალატაშია გადაყვანილი.
შსს-ს ინფორმაციით, დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ. დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
საკვანძო სიტყვები:

ბოლო 24 საათში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 764 ფაქტი გამოვლინდა
24 იანვარი, 2021 , 10:46

რატომ შეუზღუდეს გიგი უგულავას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის უფლება - შსს განცხადებას ავრცელებს
23 იანვარი, 2021 , 17:10

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 849 ფაქტი გამოავლინა
23 იანვარი, 2021 , 13:00

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ჰეროინი“ ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
23 იანვარი, 2021 , 11:37

თბილისში კიბერდანაშაულისთვის ინდოეთის მოქალაქე დააკავეს
23 იანვარი, 2021 , 11:32
დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
22 იანვარი, 2021 , 16:10