უკან

პოლიტიკა

7 აპრილი, 2017 14:20
font-size

ველი დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მმართველ გუნდს დიალოგისკენ და ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

"საკონსტიტუციო უმრავლესობა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, ამავდროულად - თამამი რეფორმების და ინიციატივების შესაძლებლობებსაც. სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, რეფორმების დინამიკა კი, არ არის შთამბეჭდავი. სამწუხაროდ, მმართველმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მისასალმებელია დღევანდელი დებატები. ველი დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოვიდა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც.

ამჟამად პარლამენტში შესვენებაა გამოცხადებული, რომლის დასრულების შემდეგაც დებატები გაიმართება.

უფრაქციო დეპუტატებს დაეთმობა 5-5 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის გარეთ არსებული ფრაქციების ("ნაციონალური მოძრაობა", "საქართველოს პატრიოტები") დეპუტატებს - 15-15 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის ფრაქციების დეპუტატებს - 10-10 წუთი, უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებს - 45-45 წუთი, ვიცე სპიკერებს - 10-10 წუთი, პარლამენტის თავმჯდომარეს - 15 წუთი.

ნინო ექვთიმიშვილი

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება - ირაკლი კობახიძე

2 აპრილი, 2020 , 19:24

საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე კანონპროექტის პარლამენტში ინიცირება უახლოეს მომავალში მოხდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო კონსულტაციები დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევ

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსივით რაღაც დაპირებები გავცეთ - გიორგი გახარია

2 აპრილი, 2020 , 12:15

არ გვაქვს უფლება, გამოვიდეთ და ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებივით რაღაც დაპირებები გავცეთ. ჩვენი პასუხისმგებლობა ცოტა სხვა არის, ჩვენი პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა უნდა შესრულდეს და ასე

ჩვენ დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ. ამაში ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის - გიორგი გახარია

31 მარტი, 2020 , 20:42

ჩვენ დღეს თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ევროპულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რაშიც ზვიად გამსახურდიას დიდი წვლილი მიუძღვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს

სახლში დარჩენის გარდა, რას სთავაზობს ხელისუფლება ხალხს?! - ნინო ბურჯანაძე

31 მარტი, 2020 , 12:50

„რაც არ უნდა მძიმე იყოს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტრატეგიული ანტიკრიზისული გეგმა. იმ ადამიანს, რომელსაც ეუბნები, რომ კარანტინის დროს სახლში უნდა დარჩეს, მან აუცილებლად უნდა იცოდეს ორი დღის შემდე

არც კარანტინია გამორიცხული და არაფერი - გია ვოლსკი

30 მარტი, 2020 , 16:50

თუ საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდება, ან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდება, ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებაზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ბოლო პერიოდში ჩვენს ოპონენტებს დასჩემდათ, არამედ ჩა

„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

28 მარტი, 2020 , 15:00

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს. „ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩ