უკან
საზოგადოება
9 ოქტომბერი, 2018 16:15
ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა, ვინაიდან ეკლესიამ მოუწოდა - მეუფე შიო მუჯირი კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტზე
პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საპატრიარქო ელოდება, რომ კანაფის კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოხდება.
როგორც მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა, ეკლესიამ საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.
"ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა, ვინაიდან ეკლესიამ მოუწოდა", - განაცხადა მეუფე შიომ.
მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო.