პოლიტიკა
ვემხრობი, რომ დონბასსა და დანარჩენ უკრაინას შორის კედელი ავაშენოთ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ემხრობა ოკუპირებულ დონბასსა და დანარჩენ უკრაინას შორის გამყოფი კედლის მშენებლობას. ამის შესახებ მან სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„მომხრე ვარ, ავაშენოთ დიდი კედელი (არა იაცენიუკისნაირი, არამედ ნამდვილი) და დროებით გამოვყოთ დონბასის ოკუპირებული ნაწილი, რათა ვკონცენტრირდეთ დანარჩენ უკრაინაზე“, - აღნიშნულია სააკაშვილის ფეისბუკის გვერდზე.
მისი თქმით, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს მაშინ დაიბრუნებს, როცა განვითარდება და კორუფციას დაამარცხებს.
„ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს, მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორუფციას და დავიწყებთ სწრაფ განვითარებას. თუმცა, ის უფრო მალე რომ დავიბრუნოთ, ცვლილებები უპირველესად უნდა მოხდეს კიევში“, - თქვა სააკაშვილმა.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

