კომენტარი

ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვეტო უნდა იყოს შეთანხმების და არა დათანხმების მომტანი - ფიქრია ჩიხრაძე
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ ვეტო უნდა იყოს შეთანხმების და არა დათანხმების მომტანი, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
„ვენეციის კომისია პოლიტიკურ შეფასებებს არ აკეთებს, ვენეციის კომისია დაჟინებით მოუწოდებს უკვე მერამდენე დასკვნაში თემაზე - კონსესუსის არარსებობაზე. ეს არის ის გენერალური ხაზი, რომელიც გასდევს სამწუხაროდ და რომელიც არის მთავარი ჩრდილი და პრობლემა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებისა.
ის, რასაც ვენეციის კომისია ტრადიციულად ამბობს და ამასაც ყველა დასკვნაში იმეორებდა, რომ მივესალმებით ახალი პროცესის დაწყებასო, ეს არის ჩვეულებრივი წინასიტყვაობა, რა თქმა უნდა, ისინი არ გვეუბნებიან, რომ ჩვენ მივიღეთ დრაკონული კონსტიტუცია და ეს ასე მართლაც არ არის, მთავარია რა ამოცანას ვისახავთ იმ განვლილი პერიოდიდან გამომდინარე. ამოცანას ვისახავთ იმას, რომ თვისობრივად ახალ სტანდარტზე გადავდივართ, პოლიტიკურ ძალებს შორის ურთიერთობისა, ხელისუფლების დაბალანსებისა და ასე შემდგომ, თუ უბრალოდ ვინარჩუნებთ ოდნავ შეცვლილ ან რაღაცა დონეზე გაუარესებულ მუხლებს, მაგრამ პრინციპულად არ ვცვლით არაფერს.
ჩვენ ერთ-ერთ ეტაპზე გვითხრა ვენეციის კომისიის ერთმა მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომ თქვენ რეგიონში უარესები არ ხართო. ეს არ არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რომ უბრალოდ ვინმეზე უკეთესები ვიყოთ ან ვინმეზე უარესები არ ვიყოთ. ჩვენ გვაქვს მკაფიო ამოცანა, რომ უნდა ვიყოთ მოწინავენი და უნდა ვიყოთ მნიშვნელოვანი მოთამაშე იმ ერთობისა, რომელზეც გვაქვს პრეტენზია.
განსხვავებული აზრები სადაც არის, იქ უნდა დაიწყოს დიალოგი, პროცესში რაღაც საკითხზე მოხდება შეთანხმება, რაღაცაზე კი ვერა, კომპრომისი სწორედ ამას გულისხმობს. მმართველი გუნდის პოზიცია სწორედ ამაში იყო გაუმართლებელი, რომ ამბობდნენ, ჩვენ ვამბობთ და დანარჩენები დაგვეთანხმეთო, ეს არ არის შეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას ძალისხმევა იყოს ჩადებული, რომ კონსტიტუცია, როგორც თანხმობის დოკუმენტი მივიღოთ ისე და შევქმნათ ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი“, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე,
მისივე თქმით, ვენეციის კომისია არ გკარნახობს ვეტოში რა უნდა ჩაიეროს.
,,კომისია ამბობს, რომ ვეტო არის შესაძლებლობა, რომ თანხმობა მოხდეს. ჩვენც განვიხილავთ ვეტოს, ამ შესაძლებლობად. ამიტომ ვამბობთ სწორედ, ორი საკითხი სამი მოსმენის შემდგომ რომ გაჩნდა, კიდევ ორი საკითხი ხომ ემატება ვენეციის კომისიის შეფასებების შედეგად? ჩვენ მზად ვართ ეს საკითხებიც დავამატოთ, მაგრამ ყველაზე პროგრესულ საკითხად რაც ითვლება, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ამის მხარდაჭერისთვის არის მზად მთელი ოპოზიციური სპექტრი, რატომ არ უნდა ხელისუფლებს მართლაც უნიკალური შანსი გამოიყენოს, ვერ ვხვდები, ვენეციის კომისია მოგვიწოდებს, რომ ვეტო ვაქციოთ შეთანხმებად და არა დათანხმების დოკუმენტად, შევთანხმდით რომ 5 საკითხი მათი იყოს, ერთი სხვასაც ხომ უნდა დაუთმონ? ხელისუფლება არ უნდა გაჯიუტდეს ასეთ დროს “, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნითი დოკუმენტი დამტკიცებულია. დღეს მიღებული დოკუმენტი ორშაბათს გამოქვეყნდდება. თუმცა როგორც ცნობილი ხდება, დოკუმენტში ტექნიკური ხასიათის შესწორება არ შესულა.
საკვანძო სიტყვები:

შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაზე - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები
2 მარტი, 2021 , 14:55

ეკატერინე ტიკარაძე: `ლელოს` გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, გადადგება თუ არა ეკატერინე ტიკარაძე
2 მარტი, 2021 , 12:35

ევროკავშირი განახორციელებს ყველა შესაძლო გზით ზეწოლას იმისთვის, რომ კრიზისი დაიძლიოს - სალომე სამადაშვილი
1 მარტი, 2021 , 17:00

ნატო ჩხეიძე: ერთობა ქმნის იმ სიწყნარეს, რომელიც ძალიან მძაფრად რეკს
26 თებერვალი, 2021 , 17:08
გირაოს არ იხდის, როგორ შეიძლება პოლიტპატიმარი დავარქვათ? - სანიკიძე მელიაზე
26 თებერვალი, 2021 , 16:56