უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივნისი, 2017 12:15
font-size

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო პროექტზე საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოაქვეყნებს - ირაკლი კობახიძე

ვენეციის კომისია საკონსტიტუციო პროექტზე საბოლოო დასკვნას ოქტომბერში გამოაქვეყნებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა სთხოვა ვენეციის კომისიას, რომ დასკვნა გამოქვეყნდეს საკონსტიტუციო პროექტის ორი მოსმენით მიღების შემდეგ ოქტომბერში, რათა ამ დასკვნაში აისახოს ის ცვლილებები, რომლებიც ბოლოს განხორციელდა.

კობახიძის თქმით, შესაბამისად, მესამე მოსმენით პარლამენტი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს ოქტომბერში მიიღებს.

როგორც პარლამენტის თავჯდომარემ აღნიშნა, ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.

მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილებოდა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებიც.

”მოხარული ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.

პლენარულ სხდომაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვთქვით ჩვენი სრული მზადყოფნა, რომ გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე გაგრძელდება განხილვები ჩვენი კონსტიტიციის პარლამენტში.

გარდა ამისა, ჩვენ ვენეციის კომისიას ვთხოვეთ, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული პარლამენტის მიერ. ამ საბოლოო დასკვნაში, ოქტომბერში უკვე სრულად იქნება
ასახული ყველა ის ნორმა, რომელიც წარმოდგენილი არის საქართველოს კონსტიტუციაში”,- აღნიშნა კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ბექა დავითულიანი: მიუხედავად იმისა, გსურთ ეს თუ არა ეს, თბილისი აუცილებლად გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი

17 ნოემბერი, 2017 , 22:54

თბილისის საკრებულოს ფრაქციის “ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს განვლ

ვატო შაქარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ მოედანზე თამაშობენ, სადაც აპრიორში წაგებულები არიან

17 ნოემბერი, 2017 , 22:50

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა განაცხადა, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იმ მოედანზე თამაშობენ, სადაც აპრიორში წაგებულები არიან.  „სიტყვებით - ძალადობა, სიძ

საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცეს

17 ნოემბერი, 2017 , 19:43

თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უძღვებოდა. სხდომაზე ვიცე - მერობის კანდიდატმა, ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს წევრებს მერის მოადგილეების, საქალა

ქეთევან ციხელაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

17 ნოემბერი, 2017 , 17:48

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა შეხვედრა გამართა კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში, ტ

კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ

17 ნოემბერი, 2017 , 17:15

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში 27 ნოემბერს მოუსმენენ, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისთან. მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრას ესწრებ

ოპოზიციის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო - ირაკლი კობახიძე

17 ნოემბერი, 2017 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო კონსენსუსი არ შემდგარიყო. ამის შესახებ კობახიძემ ქუთაისში, პარლამენტის მიერ ახალმიღებულ კონსტიტუციაში დაგ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე