უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2020 14:25
font-size

„ვერ დამეწევით, რამდენიც უნდა ხიოთ!“ - ნატო ჩხეიძის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს

ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში, #16 საარჩევნო ოლქში შემავალი გორის სოფლებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია - მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნატო ჩხეიძის საარჩევნო პლაკატები დააზიანეს.

ამის შესახებ ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ საღამოს ჩემი საარჩევნო პლაკატები გააკრეს.

ღამის 3-4 საათზე “ვიღაცებმა” ჩამოხიეს და ნაგვის ურნებთან მიყარ- მოყარეს, ღვთისმშობლიბის ღამეს ხევა- ფხრეწვისთვის მოიცალეს.

კანონით აკრძალულია ვანდალიზმი და ვინ არღვევს კანონს? ცხადია, ის, ვისაც კანონის დაცვა ევალება.

წინა დღეს ასეთი ვითარება იყო სოფლის ორღობეებში: ჩემს სამ პლაკატზე ერთი დუგლაძის პლაკატი მიდიოდა და მოსახლეობასთან შეხვედრისას აღვნიშნე კიდეც, 3:1 ვიგებთ - მეთქი.

დიდი ყურები აქვს “ ოცნებას”, დიდი ყურები, მაგრამ პატარა თავი:)

მეორე დღიდანვე, სადაც ჩემი პლაკატი ნახეს, 3-3 დუგლაძე მიუსვეს გვერდით
და თავისნთი 4 ათასტირაჟიანი კანდიდატი რომ აღარ ეყოთ, მერე ჩემი პლაკატების ჩამოხევა დაიწყეს.

ვერ დამეწევით, რამდენიც უნდა ხიოთ!

არც ტირაჟი გეყოფათ, არც ნოვაცია, არც ენერგია და არც ჭკუა!

“ ოცნება” უბედურად აგებს ამ არჩევნებში!

უბედურად!“ - აცხადებს ნატო ჩხეიძე.

საკვანძო სიტყვები:

წინასაარჩევნოდ ყველაზე მეტი შემოწირულობა “ქართულმა ოცნებამ” მიიღო

24 ოქტომბერი, 2020 , 16:15

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ყველა საარჩევნო პარტიამ ერთად შემოსავლის სახით 23 846 652 ლარი მიიღო. აქედან 22 602 245 ლარი

სისტემური შეზღუდვები არ იგეგმება, იქნება წერტილოვანი ღონისძიებები, ამის ფასი მარტივია - პირბადე უნდა ვატაროთ და ელემენტარული წესები დავიცვათ - გიორგი გახარია

24 ოქტომბერი, 2020 , 15:45

სახელმწიფოს რესურსი, ბიზნესის, ისევე როგორც ცალკე აღებული მოქალაქეების მხარდაჭერის ნაწილში არის საკმაოდ შეზღუდული, ეს ყველას კარგად გვესმის; შესაბამისად, მიზნობრიობას ექნება უკიდურესად დიდი მნიშვნელობა მეორე ტალღის პერიო

ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"ევროპული საქართველოს" დეპუტატს, ოთო კახიძეს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა. "მოკლედ, კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუ

“არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას” - ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

არა ეპიდემიურ ბიუროკრატიას, - ამ სლოგანით ჯანდაცვის სამინისტროსთან "ლეიბოროსტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მხარდამჭერებთან ერთად აქცია მართავს. ისინი ისინი ითხოვენ, პანდემიის დროს მოქალაქეებს პირბადეები დ

რას მალავს ივანიშვილი - ნიკა გვარამიას ინტერვიუ `ქართუ ჯგუფის` ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან

24 ოქტომბერი, 2020 , 15:20

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა. ეს ელდარ გოგო

მთავრობის მხრიდან მკაცრად რეკომენდებულია პირბადის ტარება გარე სივრცეებშიც - ნათია მეზვრიშვილი

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

გარე სივრცეში, იქ, სადაც თავშეყრას აქვს ადგილი, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია, მაგალითად რიგებში, გაჩერებებზე და ა.შ, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის მკაცრად რეკომენდირებული მთავრობის მხრიდან, - ამის შესახე