უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

3 მარტი, 2018 17:00
font-size

ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები - გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე

ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურს. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები, - ასე ეხმაურება "პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხს.

გიორგი გახარია იმედოვნებს, რომ ამ პრობლემის გადაჭრა გონივრულ ვადებში მოხერხდება.

"პირველი რიგში, თქვენი გაზეთის საშუალებითაც მინდა სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილის ოჯახს და მთლიანად ქვეყანას. ეს მართლაც მძიმე ტრაგედია.

ამ ეტაპზე ერთმნიშვნელოვნად რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა რესურს. ვერ გეტყვით, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, მაგრამ არსებობს გარკვეული იმედები. ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, სხვადასხვა ფორმატებში. იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტას გონივრულ ვადაში შევძლებთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ჩემთვის არა თანამდებობრივად, არამედ პიროვნულად გაუგებარია გარკვეული შეფასებების გაკეთება, რადგან ზოგიერთი ის შეფასება, რაც მე ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე, შეიძლება ხელისშემშლელიც კი იყოს ამ პროცესისთვის. ამიტომ მთელ საზოგადოებას გვამრთებს ამ მიზნის ირგვლივ კონსოლიდირება", - ამბობს "პრაიმტაიმთან" საუბრისას გიორგი გახარია.

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:49

რთულია, დღეს ამოიცნო, რა შეიძლება იყოს ბრიუსელის საქართველოს ხელისუფლებასთან ასეთი დამოკიდებულების მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხა