უკან

პოლიტიკა

14 ნოემბერი, 2018 15:30
font-size

ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს - კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვერ ხედავს პრობლემას, თუკი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა.

მისივე მტკიცებით, ვისაც სურვილი აქვს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, „ეს არ გაუჭირდებათ, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“.

„ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. როდესაც შემაჯამებელი ოქმი და ყველა გასაჩივრება სრულდება, როგორც ვიცი, ხდება გადათვლა და ინიშნება არჩევნების დღე. ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას, რომ არჩევნები სამუშაო დღეს გაიმართოს, ამის მაგალითებიც და პრეცედენტებიც არსებობს. თუ არ ვცდები, 2012 წელს, ზუსტად არ მახსოვს, არჩევნები იყო ორშაბათ დღეს, ასე რომ, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. ვისაც სურვილი აქვს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, მათ ეს არ გაუჭირდებათ, როგორც არ გაუჭირდათ 2012 წელს“, – განაცხადა კალაძემ.

კანონმდებლობით, არჩევნების მეორე ტური შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის თავზე ინიშნება, აქედან გამომდინარე, წესისამებრ ის 28 ნოემბერს გაიმართება.

უშუალოდ არჩევნების თარიღს ცესკო ოფიციალურად დღეს 19:00-ზე გამოაცხადებს.

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

18 მარტი, 2024 , 17:04

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა. მოტივირებული

ირაკლი კობახიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 15:48

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ნატო-ში ინტეგრაცია

საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო

18 მარტი, 2024 , 15:04

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაიწყო. თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. იენს სტოლტენბერგს თბილისი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი