უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 ნოემბერი, 2021 14:47
font-size

ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას, რომ სააკაშვილმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა – ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომაროება დღეს გაცილებით გაუმჯობესებულია და ვერ ხედავს ვერანაირ საჭიროებას, რომ მან უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა.

„პაციენტი დღესღეობით მკურნალობს თერაპიულ საწოლზე, თერაპიული კოდით. ჩვენს ექიმებს აქვთ სრული გამოცდილება იმის, თუ როგორ უნდა მართონ მსგავსი პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა დამატებითი პროტოკოლი, რომელიც არის საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობლი და ის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც დღეს არის ჩვენგან რეკომენდირებული გორის ჰოსპიტალზე, ისევე როგორც პენიტენციურ სამსახურზე, აქტიურად მართავენ პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესს.

მისი მდგომარეობა დღესდღეობით არის გაცილებით გაუმჯობესებული და დამაკმაყოფილებელი. პირადად მე ვერ ვხედავ ვერანაირ საჭიროებას იმისას, რომ პაციენტმა უცხოეთში გააგრძელოს მკურნალობა. ექიმების რეკომენდაცია ხშირად არაერთგვაროვანია. არიან ექიმები, რომლებიც პაციენტის ნახვის გარეშე სვამენ გარკვეულ დიაგნოზებს და იღებენ გარკვეულ გდაწყვეტილებას, ამ პაციენტს ჰყავს რამდენიმე მკურნალი ექიმი, რომელიც უშუალოდ მართავს მას თავის საწოლთან და ჩემთვის გაცილებით უფრო კომპეტენტური იქნება იმ ექიმების შეფასება და რეკომენდაცია, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული პროცესში და არა მათი, რომლებსაც ერთხელაც არ ჰყავთ პაციენტი ნანახი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სააკაშვილმა ბოდვებს თავი დაანებოს, სტრასბურგში გაიმართლოს თავი - ალეკო ელისაშვილი

30 ნოემბერი, 2021 , 15:05

ყველა სოფელში შექმენით ჩემი გათავისუფლების კომიტეტიო – აბსურდია, მახნოს და ბოლშევიკების დრო ხომ არ არის, ტროცკივით რომ გაიძახის გამომიხსენი ციხიდანო. სახელმწიფოში ვცხოვრობთ თუ მართლა ჩალით დახურული ჰგონია ქვეყანა,

სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა – ადვოკატი

29 ნოემბერი, 2021 , 18:02

სააკაშვილს დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა, – ამის შესახებ განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ გააკეთა. "დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა ეს

მიხეილ სააკაშვილი სულ მცირე ორშაბათამდე მკურნალობას არ შეწყვეტს - ადვოკატი

26 ნოემბერი, 2021 , 16:00

მიხეილ სააკაშვილი არ შეწყვეტს მკურნალობას სულ მცირე ორშაბათამდე. ხოლო ორშაბათს ვნახავთ, რა მოხდება და ბუნებრივია, მას პროტესტის უფლებას ვერავინ წაართმევს, - აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე. „ის გადაადგილდება, თუმც

იმის შიშით, რომ მერების არჩევნების დანიშვნა თავიდან არ მოუწიოთ, სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2021 , 15:11

"იმის შიშით, რომ ბიუჯეტი არ ჩავარდეს და შემდგომ დღის წესრიგში არ დადგეს მერების არჩევნების თავიდან დანიშვნის საკითხი, ამის შიშით სასწრაფოდ ამტკიცებენ ბიუჯეტს იმ ქალაქებში, სადაც უმრავლესობა აქვთ დაკარგული. ეს არის პირდაპ

ქვეყნის სასურსათო მარაგებს საფრთხე არ ემუქრება - ლევან დავითაშვილი

26 ნოემბერი, 2021 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ფქვილის იმპორტის რეკორდული ზრდის მიუხედავად, ხორბლის მარაგი დადგენილი საერთაშორისო ნორმის ფარგლებშია. „სასურსათო მარაგებს სა

მისი ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე, ის ძველებური ადამიანი აღარ არის - გიული ალასანია

24 ნოემბერი, 2021 , 19:01

გიული ალასანიას ცნობით, მისი შვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დათრგუნულია პატიმრობის გამო და ის ძველებური ადამიანი აღარ არის. “მისი ფსიქოლოგიური განწყობა არის მძიმე, ძალიან მძიმეა, რადგან ძალი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი