უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 ოქტომბერი, 2020 16:20
font-size

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად - გიორგი გახარია

“ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად,” - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩევნების დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის, რაც ოპოზიციის გუშინდელ აქციაზე მათმა ლიდერმა განაცხადა, ფაქტობრივად კონკრეტული ქმედებებისკენ მოწოდება იყო.

„სადღაც შორიდან „სკაიპით“ ჩართული ლიდერის განცხადებას, რა თქმა უნდა, შეიძლება, სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია ის, რომ ქვეყანაში სრულად არის დაცული გამოხატვის თავისუფლება და ეს არის ჩვენი თითოეული მოქალაქის, ყველას მიღწევა. შესაბამისად, ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფექტურად და კანონმდებლობის შესაბამისად“, - განაცხადა პრემიერმა.

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2020 , 17:45

არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „არანაირ კავშირში

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკ

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი - ნათია თურნავა

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვ

ჩემი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „თანამდებობის დატოვებას არ ვა

ადამიანების ჰოსპიტალიზაცია გართულებულია, საწოლები გადავსებულია - მაია ბუწაშვილი

23 ნოემბერი, 2020 , 17:20

სამწუხაროდ, ყველა რეკორდი მოვხსენით, გაზაფხულზე ამას არავინ ელოდა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ეთერში ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა დღევანდელ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „სტატისტიკა მართლაც