უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 მაისი, 2017 17:00
font-size

ვერეს ხეობაში დარჩენილია დაძრული მასის 10- 15%, რაც მიწისძვრის შემთხვევაში მეწყრის საშიშროებას ქმნის - ლაშა სუხიშვილი

დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის წარმომადგენლის ლაშა სუხიშვილის განცხადებით, მაისი და ივნისი საშიში პერიოდია, რადგან ამ დროს თბილისის გარშემო არსებული მეწყერსაშიში ზონების გააქტიურების საფრთხე არსებობს.

როგორც სუხიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯერჯერობით უხვნალექიანობა არ არის, თუმცა მარტო წვიმა მეწყერს არ იწვევს. მისი თქმით, მასის ადგილიდან დაძვრა ფერდის დახრაზეა დამოკიდებული.

მისი თქმით, ვერეს ხეობაში შემორჩენილია მეწყერსაშიში უბნები, სადაც დარჩენილია დაძრული მასის 10-15%.

„ვერეს ხეობაში მეწყერსაშიში უბნები არსებობს, განსაკუთრებით მარჯვენა ნაპირზე. წყნეთი- ახალდაბა, წყნეთი- ბეთანიის მონაკვეთზე, უშუალოდ მეწყრის ადგილას, დაძრული მასის 25% იყო დარჩენილი. მას შემდეგ ნაწილი გაიტანეს და დარჩენილია დაძრული მასის 10- 15%. ეს არ არის ის მოცულობა, რომელიც დაძვრის შემთხვევაში, თბილისს საფრთხეს შეუქმნის, თუმცა საფრთხე შეექმნებათ უშუალოდ იმ ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს“, - განაცხადა სუხიშვილმა.

სუხიშვილმა აღნიშნა, რომ ვერეს ფერდზე რამდენიმე ათეული მეწყრული კერაა, თუმცა მისი დაგეგმილი კვლევა ამ დრომდე არ ჩატარებულა.

სუხიშვილის განმარტებით, უხვი ნალექისა და წყალმოვარდნის შემთხვევაში, საკმაოდ საშიშია ის მშრალი ხევები, რომლებიც თბილისს გარშემო აკრავს.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი