უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2023 17:26
font-size

ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას - ვახტანგ გომელაური

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვერტმფრენი „მი–8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში და მას აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით. ვერტმფრენი „მი-8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა. გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები და უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით.

„პარალელურ რეჟიმში, დაიწყო მიღებული ინფორმაციების პირველადი ანალიზი, შედეგად მყისიერად მოხდა სამაშველო ღონისძიების დაგეგმვა, დაიწყო სწრაფი მორეაგირე ჯგუფებისა და ავიაციის მობილიზება. რაჭაში დაუყოვნებლივ გაემგზავრნენ ჩემი მოადგილეები, მათ შორის, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ასევე, შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელები.

თბილისიდან და ქუთაისიდან მობილიზდა ვერტმფრენები. უკვე მოგახსენეთ და საჯაროდაც არაერთხელ მოხდა ამის განმარტება, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო ოპერაციაში. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

პირველი ვერტმფრენი სტიქიის ზონაში თბილისიდან გაფრინდა 16 საათსა და 54 წუთზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ის სტიქიის დაწყებიდან დაახლოებით სამ საათში ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში (18:04 ჩაფრენის დრო).

მოგეხსენებათ, ვერტმფრენის სამაშველო ღონისძიებებში ჩართვას წინ უძღვის აუცილებელი ღონისძიებები, კერძოდ, საჭირო ძალებისა და აღჭურვილობის განსაზღვრა, მობილიზება, შესაბამისი აღჭურვილობით დატვირთვა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეადგენდა ერთნახევარ ტონა ტვირთს. აქვე გასათვალისწინებელია რთული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ფრენის ხანგრძლივობაც. სამაშველო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო მეორე ვერტმფრენი და ორივე სამაშველო ვერტმფრენმა, ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 3 აგვისტოს, დაღამებამდე 5 შემოფრენა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ამავე დღეს, დაახლოებით 23 საათისთვის, სტიქიის ზონაში მობილიზებული და სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იქნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით, კინოლოგთა ჯგუფი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი. მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები. უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით. ღამით, სხვადასხვა ინტენსივობით, ადგილზე 5 სითბური დრონი მუშაობდა.

ვერტმფრენით შემოფრენების, დრონებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ ტერიტორიის მონიტორინგის შედეგად, არ დაფიქსირებულა მეწყერის მასაში მოყოლილი არცერთი ადამიანი, რომელიც საჭიროებდა დახმარებას.

პარალელურად, პოლიციის თანამშრომლებისა და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც ხდებოდა მოქალაქეების გადაყვანა და განთავსება.

ასევე მოხერხდა სტიქიის ეპიცენტრიდან გარემოს მოწყვეტილ ლოკაციაზე მყოფი მოქალაქეების, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვების გადაყვანა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებმა მამისონის სექტორზე უსაფრთხო გარემოში განათავსეს“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს

6 დეკემბერი, 2023 , 18:10

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, სოფო გორგოძე თანამდებობას ტოვებს. არსებული ინფორმაციით, გორგოძე ხელმძღვანელის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე მიდის. სოფო გორგოძე ცენტრს პირველი იანვრიდან აღ

Touch Summit-ის Startup Challenge-ის შორთლისთი ცნობილია - სამიტის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

6 დეკემბერი, 2023 , 17:23

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, 7 - 8 დეკემბერს, რიგით მეშვიდე Touch Summit იმართება. „საქართველოს ბანკის“ ცნობით, სამიტის ფარგლებში Touch Platform-ამ ჰოლანდიურ ფონდებთან - Acrobator VC-სა და Cr

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6860 ლარი გახდა

6 დეკემბერი, 2023 , 17:05

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6860 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

10 დეკემბერს პრეზიდენტი Zoom პლატფორმით ევროპაში მცხოვრებ ემიგრანტებს შეხვდება

6 დეკემბერი, 2023 , 17:01

პრეზიდენტის ინიციატივით, 2023 წლის 8 ნოემბერს დაწყებული ხელმოწერების კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში, კვირას, 10 დეკემბერს, თბილისის დროით, 17:00 საათზე სალომე ზურაბიშვილი Zoom პლატფორმის მეშვეობით ევ

თბილისში საცხოვრებელი ფართები კიდევ 34 ოჯახს დაუკანონდა

6 დეკემბერი, 2023 , 15:28

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 34 ოჯახს შეხვდა და საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ. დე

გარემოსდაცვით სამართალდარღვევებზე სანქციები გამკაცრდა

6 დეკემბერი, 2023 , 14:34

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისა და შემაკავებელი ეფექტის შექმნის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არაერ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი