უკან

პოლიტიკა

10 დეკემბერი, 2019 16:25
font-size

ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია - ალექსანდრე ერქვანია

ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, - ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე, ასევე ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ ბრძოლაზე ისაუბრა.

„მოსახლეობაში სრული ნიჰილიზმი და უიმედობაა. ხალხის უმეტესობა მომავალზე ხელჩაქნეულია, ყველგან სერიოზული პრობლემები და სტაგნაციაა. ქვეყანაში ყოველდღიურად ღრმავდება პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. პოლიტიკოსების უმრავლესობას არ გააჩნია პასუხისმგებლობა ღვთის, ქვეყნისა და ერის წინაშე. მიმდინარეობს ბრძოლა მხოლოდ ძალაუფლებისთვის, ფულისა და პირადი კეთილდღეობისთვის.

სამწუხაროდ, ხელისუფლების დუმილმა, უმოქმედობამ და ზოგიერთების მხრიდან ფარულმა მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ძალებს წლების განმავლობაში ეწარმოებინათ ბრძოლა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ. ამიტომ დღეს ხელისუფლების მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ გაკეთებული განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. ყველას, ვისაც ეკლესიაში შფოთის შეტანა და პატრიარქის საპატრიარქოს ტახტიდან ჩამოცილება სურს, მინდა გაგაფრთხილოთ, არ მოგატყუოთ პატრიარქის ასაკმა და მისმა ფიზიკურმა მდგომარეობამ. მის წაქცევას ვერავინ შეძლებთ, რადგან უფალი მეფობს.

სადღეგრძელოებში გამოხატული ღვთის სიყვარული და პატრიარქის პატივისცემა, დღესასწაულებზე ტელეკამერების წინ ხელში კელაპტრებით დგომა ფარისევლობაა. სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გააცნობიერა, რომ ეკლესია და საქართველო განუყოფელია, ვერ გააცნობიერა, რომ ქართველი ერისთვის ყველაზე დიდი საუნჯე ჭეშმარიტი სარწმუნოება - მართლმადიდებლობაა.

აქვე მინდა გიორგი კვირიკაშვილს ეკლესიისა და პატრიარქის ერთგულებისთვის მადლობა გადავუხადო. ვინ რა გააკეთა, ამას ისტორია განსჯის.“- განაცხადა ერქვანიამ.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს მან განაცხადა, რომ ტოვებს როგორც პარტია „ქართულ ოცნებას“, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას.

„მინდა, მივმართო უმრავლესობის ლიდერებს - ვიცი და ვგრძნობ, როგორ დისკომფორტს განიცდით ჩემი განცხადებებით და სხვადასხვა საკითხებზე ჩემი პოზიციების გამო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღეიდან მოგიხსნათ ეს უხერხულობა. ვტოვებ „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო უმრავლესობას. ვრჩები დამოუკიდებელ დეპუტატად,“ - განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი დაინიშნა

6 აგვისტო, 2020 , 12:25

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე თეა ახვლედიანი დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერმა ა

“ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკა უნდა დასრულდეს - გრიგოლ გეგელია

6 აგვისტო, 2020 , 11:50

“ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 295 ხმით შეიტანა შესწორება აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რაც რისკის ქვეშ აყენებს აშშ-ს მიერ საქართ

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი - რომან გოცირიძე

5 აგვისტო, 2020 , 17:51

“მიხეილ სააკაშვილი დღეს არის პოლიტიკური ფაქტორი და ასევე იქნება საპარლამენტო არჩევნების პირობებში, როგორც არ უნდა ეშინოდეს „ქართულ ოცნებას“ და წუწუნებდეს,” - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურ

მიშას დაბრუნება არ შეიძლება, მაგრამ ვანიშვილი უნდა წავიდეს -გედევან ფოფხაძე

5 აგვისტო, 2020 , 16:55

“ყველა განცხადება, რომელიც კეთდება სააკაშვილის მხრიდან, არის ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერა და „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში დატოვების მცდელობა,” - ამის შესახებ პარტიის „ჩვენი საქართველო-სო

„ქართული ოცნების“ დამარცხების მიზნით, ოპოზიციურ კოლეგებთან კოორდინაცია ძალაში რჩება - ბადრი ჯაფარიძე

5 აგვისტო, 2020 , 14:25

„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ამ პროცესში ოპოზიციური პარტიების როლზე ისაუბრა. მისი თქმით, “ლელო საქართველოსთვის“ - სტრატეგია და პრინ

`სტრატეგია აღმაშენებლის` განცხადება არის მცდარი და ემსახურება მოსახლეობის დეზინფორმირებას კახა ლაბუჩიძე

4 აგვისტო, 2020 , 11:27

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე პოლიტიკური პლატფორმის "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის ანა კობახიძის განცხადებას ეხმაურება. როგორც კახა ლაბუჩიძე სოციალურ ქსელში წერს, ანა კობახიძის განცხადება მცდარია და მოსახლეობის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე