უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

26 ივნისი, 2018 17:00
font-size

ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ გამოკვეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მნიშვნელოვანი ხარვეზები ხორავას ქუჩიოს საქმის გამოძიებაში - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხორავას ქუჩის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის გუშინდელი სხდომის შეფასებისას განაცხადა, რომ შსს-ის წარმომადგენლის კახა სირაძისა და საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის დაკითხვამ დაადასტურა გამოძიების ხარვეზები.

ომბუდსმენის თქმით, კომისიის წევრთა შეკითხვები ლეგიტიმური იყო, თუმცა გაეცემა თუ არა პასუხები, ერთი დღის დაკითხვით არ გამოჩნდება.

„საგამოძიებო კომისიამ დასვა ის კითხვები, რაც სახალხო დამცველმა დასვა პირველი დღეებში, როდესაც გაეცნო საქმის მასალებს. ვფიქრობ, ის კითხვები ნამდვილად იყო ლეგიტუმური. რამდენად გაეცა ამ კითხვებზე პასუხი, უპირველეს ყოვლისა, ვფიქრობ, რომ ალბათ ერთი დღის დაკითხვა ვერ მოგვცემს რეალურად სურათს. ვფიქრობ, გუშინდელმა დღემ გამოკვეთა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც მათ შორის სახალხო დამცველმაც გამოავლინა გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი ხორავას ქუჩის საქმის გამოძიებისა და სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ახლა მიმდინარე გამოძიების მასალებს სწავლობს. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გუშინ 10:00 საათიდან მიმდინარეობდა, რომელზეც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლს, კახა სირაძესა და საქმის პროკურორს, ზვიად ფხაკაძეს მოუსმინეს. გუშინდელ გამოკითხვაზე მათ საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე, ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე ისაუბრეს და კომისიის წევრების კითხვებს უპასუხეს.

დაკითხვა დღესაც გრძელდება.

ჩვენს ინტერესებშია, რომ მოხდეს საკითხის შესწავლა და ყველაფერს მოეფინოს ნათელი - პარლამენტის თავმჯდომარე

24 სექტემბერი, 2018 , 17:32

ჩვენს ინტერესებშია, რომ მოხდეს საკითხის შესწავლა და ყველაფერს მოეფინოს ნათელი, - განცხადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე "ომეგას" საქმეზე საუბრისას გააკეთა.. "კარგად გვახსოვს, თუ ვისი სტილია ის.

`საქართველოში კორუფცია იზრდება` - ოლეგ ოსინოვსკი

24 სექტემბერი, 2018 , 17:25

ესტონელი ბიზნესმენის, ოლეგ ოსინოვსკის შეფასებით საქართველოში კორუფციის პრობლემა კვლავ აქტუალური ხდება. როგორც ოსინოვსკიმ bm.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, 10 წლის წინ ანუ მაშინ, როდესაც იგი საქართველოში საინვესტიცი

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან ახსნა მიეცა, თუ რატომ იმყოფება დღეს “ომეგა ჯგუფი” ასეთ მდგომარეობაში - ლევან აღდგომელაშვილი

24 სექტემბერი, 2018 , 16:55

კიდევ ერთი ფარული ჩანაწერიდან ნათელი გახდა და ახსნა მიეცა იმას, თუ რატომ იმყოფება დღეს “ომეგა ჯგუფი” და ტელეკომპანია ,,იბერია“ ასეთ მდგომარეობაში, - ასე ეხმაურება “ომეგა ჯგუფის” გენერალური მ

კულმინაციაშია უკვე მისული ის კორუფციული მორევი, რითაც ქვეყანას მართავს დღევანდელი მთავრობა - ნატო ჩხეიძე

24 სექტემბერი, 2018 , 16:55

ქვეყანაში არის სამოხელეო კორუფცია და სწორედ ამის დამადასტურებელი ბევრი, რაც ალბათ ნელა- ნელა გამომზეურდება, - ასე ეხმაურება დეპუტატი ნატო ჩხეიძე „ომეგა ჯგუფი" საქმესთან დაკავშირებით “კურიერის” მიერ

მომავალი პრეზიდენტი ვერ ლაპარაკობს ჯერ ამ საკითხზე - სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია “იბერიაშ“ და „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

მომავალი პრეზიდენტი ვერ ლაპარაკობს ჯერ ამ საკითხზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერებთან დაკავშ

გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ბრალდებებს გამოეხმაურა

24 სექტემბერი, 2018 , 16:10

„დასამალი ნამდვილად არაფერი მაქვს და რამდენჯერაც დაისმება ეს შეკითხვა, იმდენჯერ ღიად შემიძლია ვისაუბრო“, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი მიქაუტაძე იუსტიციის უმ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`