უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

1 მარტი, 2021 17:00
font-size

ვფიქრობ, მარტის ბოლოდან რეალურად შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ - შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც“ მოგვისწროს - თამარ გაბუნია

მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პროცესი სამმხრივია: საქართველოს მთავრობა, „კოვაქსი“ და „ფაიზერი“. დღევანდელ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის მხარეს რა პირობაც იყო დაყენებული, სრულად შესრულებულია. ჩვენ ველოდებით დაზუსტებას „ფაიზერის“ მხრიდან, რა იქნება დამატებითი კონკრეტული მოთხოვნები ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით. Covax ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ პროცესის ფასილიტაციაში, რადგან Covax-ისთვისაც რეპუტაციულია ის დაპირება, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მივიღებდით ვაქცინას „ფაიზერისგან“, ჯერჯერობით ეს ვაქცინა არ გვაქვს. ეს კვირა ვფიქრობ, საბოლოო იქნება იმისთვის, რომ გადაწყდეს ყველა ის კითხვის ნიშანი, რომელიც „ფაიზერის“ მხარეს შეიძლება იყოს დამატებით პირობებთან დაკავშირებით.

„ასტრაზენეკას“ შემოტანაში ხელს არაფერი არ გვიშლის, სამივე მხარე უკვე გამართულია. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები. ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ. შესაძლოა, მანამდე „ფაიზერმაც" მოგვისწროს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13 აპრილი, 2021 , 13:34

2021 წლის 13 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღ

სრულიად გაუგებარია, ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ვინაა, ხალხი თუ ხალხის მიერვე დაქირავებული ხელისუფლება - თემურ შაშიაშვილი

13 აპრილი, 2021 , 12:07

რიონის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება თემურ შაშიაშვილი. „გულისწყვეტით ვამბობ, რომ რიონის ხეობაში ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით, გუშინ განვითარებული მოვლენები აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების, განს

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანი იწყება

13 აპრილი, 2021 , 11:13

მუსლიმურ სამყაროში დღეიდან რამადანის თვე იწყება. ერთი თვის განმავლობაში მუსლიმები მარხვას ინახავენ. რამადანის თვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე ქველმოქმედებაა. მუსლიმებს რამადანის დაწყება მიულოცა საქართველოს მუფთმა, ადამ

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116

13 აპრილი, 2021 , 10:59

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 756, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 161, აჭარაში – 116, – ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „შტოპცოვ.გე-ზ

საქართველოში კორონავირუსის 1 374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 აპრილი, 2021 , 10:49

საქართველოში კორონავირუსის 1 374ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ.გე-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 422 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში

ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა - სამინისტრო

13 აპრილი, 2021 , 10:42

ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში კონტროლს აძლიერებს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი. განათლების სამინისტროს ცნობით,