უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

11 მაისი, 2018 12:30
font-size

ვფიქრობ, მიკროსაფინანსოების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი - მამუკა ბახტაძე

ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ონლაინ სესხები გაქრა, შეიძლება შემცირების ტენდენცია იყოს, მაგრამ ნამდვილად არ გამქრალან ბაზრიდან, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საბანკო სექტორის ახალი რეგულაციის ამოქმედების პარალელურად ონლაინ სესხების პოზიციების შესუსტების ტენდენციაზე საპასუხოდ.

მინისტრის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ აღნიშნული რეგულაცია მიკროსაფინანსოების საქმიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

„ვფიქრობ, მიკროსაფინანსოების საქმიანობა საქართველოში არის აუცილებელი. ისინი წარმოადგენენ გარკვეულ ხიდს მცირე ბიზნესის დაფინანსებისთვის, მაგრამ რაც შეეხება თამაშის წესებს, ის უნდა იყოს საერთო.

სამწუხაროდ, ასიმეტრიული რეგულაცია იყო ფინანსურ სექტორში - საბანკო სექტორს განსხვავებული რეგულაცია ჰქონდა, არასაბანკო სექტორს - სხვა, ონლაინებს კიდევ განსხვავებული რეჟიმი, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ჭარბვალიანობის პრობლემის წარმოქმნას.

ვინც არის კონკურენტუნარიანი, ვისაც შეუძლია ბაზარს მიაწოდოს კონკურენტუნარიანი ფინანსური პროდუქტი, მე გარწმუნებთ, რომ ყველა ეს ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი ბაზარზე, ხოლო ვინც დაკავებულია სპეკულატური საქმიანობით, რა თქმა უნდა, მას თავისი მუშაობის სპექტრი შეეზღუდება.

ჩვენ მოგვწონს ის, რაც ზრდის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხარისხს და რაც ზრდის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9738 ლარი გახდა

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9738 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9691 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 12.4%-ით გაიზარდა, იმპორტი კი 4.4%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (

გიორგი გახარია რთველზე - მოსავალი უნდა იყოს დროულად დაბინავებული

19 სექტემბერი, 2019 , 12:30

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესი განიხილეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს. „ჩვენთვის კარგად ცნობილია ის გამოწვევები, რო

სსფ-ს მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა

18 სექტემბერი, 2019 , 17:05

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი ზრდა ეკონომიკის სიძლიერეზე მიუთითებს. ამასთან, სსფ მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მართებულად ასწია მონეტარული პოლიტიკის განაკვე

მხარს ვუჭერთ ნავთობიმპორტიორების მოთხოვნას ევრო 4-ის სტანდარტის დიზელზე 1-წლიანი მორატორიუმის ამოქმედების შესახებ - ირაკლი ლექვინაძე

17 სექტემბერი, 2019 , 16:24

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, ნავთობ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები 2020 წლიდან 1-ელი იანვრიდან დიზელის

საქართველოსა და აშშ-ს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

16 სექტემბერი, 2019 , 13:20

პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 სექტემბერს, აშშ-ს და საქართველოს საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს