უკან

პოლიტიკა

13 ივლისი, 2019 13:18
font-size

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა. ამ პოლიტიზირებას ახლაც აქვს ადგილი. ჩემი თვალსაზრისით, ამის მიზეზია კონფლიქტის ღია ჭრილობა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც ჩვენში და ჩვენ ევროპელ პარტნიორებში უნდა იწვევდეს ღრმა შეშფოთებას.

პრობლემების გადაუჭრელობა, გაყინული ვითარება - ადამიანები ვერ ეგუებიან ამას დიდი ხნის განმავლობაში. ქართველები ამაყი ხალხია. საქართველოს ისტორია გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან ეს საკითხი უნდა დავარეგულიროთ. საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი.

არსებულ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური საშუალებები იმისთვის, რომ მოაგვაროს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რადგან არ გაგვაჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მოტანა უნდოდათ ჩვენამდე პროტესტის მონაწილეებს: ჩვენ ყველამ რაღაც უნდა ვიღონოთ. ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად „ჟენევის ფორმატში“. ამ ფორმატმა თანდათან დაკარგა... არა, მნიშვნელობა არა, რადგან სხვა ფორმატი არ არის და ის ჩვენთვის უკიდურესად საჭიროა - თუმცა, საჭიროა, მისი ახალ პოლიტიკურ დონეზე აყვანა, რათა მან მართლა იმუშაოს. მან უნდა გადაწყვიტოს პრობლემები და არა მხოლოდ განიხილოს ტექნიკური ხასიათის საკითხები. სწორედ ასეთი იყო სიგნალი, რომელიც წამოვიდა საქართველოს ქუჩებში მყოფი პროტესტის მონაწილეებისგან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საკანონმდებლო ორგანოს სახელით, უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართვ

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღე აღინიშნება

24 აგვისტო, 2019 , 10:29

კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს მიღება გაიმართება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მოქმედი და ყოფილი წევრები. ასევე, ს

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 13:55

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს შეეხო. ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რო

მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო

23 აგვისტო, 2019 , 12:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსში დაიწყო. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურს მინსკის საერთაშორისო აეროპორტში ბელარუსის ვიცე-პრემიერი ვლადიმირ

პოლიციამ „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი- ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ.ჩ. ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა

23 აგვისტო, 2019 , 10:35

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს