უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

23 აპრილი, 2018 14:10
font-size

ვფიქრობ, რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებით - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახურის უფროსის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება და ამას არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა ხელს ვერ შეუშლის.

სამადაშვილის შეფასებით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში რუსეთმა საქართველოში თავისი გავლენა გააძლიერა. დეპუტატის თქმით, ამას ადასტურებს სუს-ის ანგარიში.

„ეს ძალიან კარგად დავინახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშიც, რადგან პირდაპირ მოუწია საქართველოს ხელისუფლებას დაფიქსირება, რომ რუსეთი აძლიერებს საკუთარ გავლენას საქართველოში. არანაირი ხედვა საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამ გამოწვევასთან დაპირისპირებისთვის არ აქვს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რუსეთი ძალიან კმაყოფილი უნდა იყოს და არის კიდეც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებითა და მის მიერ გატარებული პოლიტიკით, რადგან საკუთარ პოლიტიკურ ამოცანებს რუსეთი საქართველოში წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა სამადაშვილმა.

სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ზახაროვას განცხადება ლოგიკური გამოხმაურება იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკაზე.

„რუსეთმა ძალიან კარგად გაიგო, რომ მას არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა არ მოუწევს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობისთვის და არც ადამიანების გატაცებისთვის ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებიდან. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ გზავნილი უნდა ყოფილიყო ძალიან მკაფიო. გზავნილი იქნებოდა აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შეწყვეტა იქამდე, ვიდრე არ მოხდებოდა ტატუნაშვილის მკვლელობაზე ადეკვატური რეაგირება რუსეთის მხრიდან; გზავნილი იქნებოდა საერთაშორისო სანქციების დაწესების მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ამის ნაცვლად, საქართველოს პარლამენტმა ცარიელი ქაღალდი მიიღო, რომელსაც არანაირი ზეგავლენა არ ექნება პროცესებზე. რუსეთის ხელისუფლებამ ძალიან ადეკვატურად შეაფასა, რომ არანაირი პოლიტიკური ფასის გადახდა მას არ მოუწევს და შესაბამისად, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება ურთიერთობები, ამას ხელი შეუწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებამაც“, - თქვა პარლამენტარმა.

ზახაროვას თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზება 2012 წელს დაიწყო.

„როცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა დაინტერესდა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრისიდან გამოყვანით, რომელშინ ისინი მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზების პროცესი, ამ წლების განმავლობაში მან მოიტანა ყველასტვის ცნობილი პოზიტიური შედეგები“, -თქვა ზახაროვამ.

რაც შეეხება „ტატუნაშვილის საქმის“ გავლენას ორი ქვეყნის ურთოერთობაზე, ზახაროვამ განაცხადა, რომ „ეს გაუმჯობესება ბევრს საქართველოსა და განსაკუთრებით მის ფარგლებს გარეთ არ მოსწონს. არაა გასაკვირი, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეებმა აიტაცეს „ტატუნაშვილის საქმე“. თუმცა, ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს“.

ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს - რომან გოცირიძე

18 სექტემბერი, 2020 , 17:45

ნიკა მელიამ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მომავალი პარლამენტის სურათთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, რომ ვანო მერაბიშვილი არც საპარლამენტო სიაში იქნება და არც მაჟორიტარად იყრის კენჭს, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ნა

ლავროვის განცხადება „ოცნების“ და საქართველოში ანტიდასავლურად განწყობილი პარტიების პირდაპირ მხარდაჭერად შეიძლება აღვიქვათ - თეონა აქუბარდია

18 სექტემბერი, 2020 , 16:15

"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერი, თეონა აქუბარდია სერგეი ლავროვის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რუსეთი საარჩევნო პერიოდში საქა

მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა - ნიკა შენგელია

18 სექტემბერი, 2020 , 14:20

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, ეკონომისტი ნიკა შენგელია მსესხებლებისთვის დროულ და საჭირო ინიციატივად მიიჩნევს. მისივ

როგორ მოეწყობა საარჩევნო სივრცე - დეტალებზე შეთანხმებულები არა ვართ - ეკატერინე ტიკარაძე

17 სექტემბერი, 2020 , 16:55

ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები უნდა ჩატარდეს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის უსაფრთხო გარემოში, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბათუმში ჟურნალის

კრიმინალი იზრდება ტელევიზიებში - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

მმართველი გუნდის ერთერთი ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კრიმინალი მხოლოდ ტელევიზიებში გაიზარდა. ასე გამოეხმაურა ის IRI-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის 6% ამბობს, რომ ხელისუფლების მთავარი წარუმატებლობა ქვე

“ოცნება“ კოვიდთან მიმართებაში ჟონგლიორობს და ვირუსს სათავისოდ იყენებენ - დავით ჭიჭინაძე

17 სექტემბერი, 2020 , 16:00

„ოცნება“ მარტში იმასაც გვპირდებოდა, ტურიზმს არაფერი ემუქრება, ყველაფერი კარგად იქნებაო და რა დღეში აღმოჩნდნენ ადამიანები კი ვხედავთ, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძ