უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივლისი, 2018 14:20
font-size

ვფიქრობ, ტაქსის ფერის მოთხოვნა ცოტა მოგვიანებით შეიძლება გადავდოთ - ეკა ლალიაშვილი

ვფიქრობ, ტაქსის ფერის მოთხოვნა ცოტა მოგვიანებით შეიძლება გადავდოთ. ყველაზე მთავარია, ის მინიმალური მოთხოვნები მაინც დაკმაყოფილდეს, რაც უსაფრთხოებასთან არის კავშირში, - განაცხადა „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა ტაქსების რეგულირების წესთან დაკავშირებით.

„მოდით გავიაზროთ, თუ რა მდგომარეობაშია დღეს მომსახურების ეს სფერო. ნებისმიერ პირს, რომლის არც ჯანმრთელობის მდგომარეობაა შემოწმებული, არც მისი ცოდნის დონე, არც ავტომობილის ჰიგიენური და სანიტარული მდგომარეობა, აწარმოებს ისეთ მომსახურებას, სადაც თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება. ეს რეფორმა აუცილებელი იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. როგორც კეთდება სწორი მიდგომაა.

ჯერ არ ვიცით რა რაოდენობის მძღოლთან და მსურველთან გვაქვს საქმე, თავისთავად მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა შეიძლება ცოტა მტკივნეული იყოს. ეტაპის გასვლის შემდეგ, როცა გავიგებთ თუ რამდენი მძღოლია მსურველი, რომ მომსახურება გაწიოს, უკვე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები უნდა იყოს მოთხოვნილი. ვფიქრობ, ტაქსის ფერის მოთხოვნა ცოტა მოგვიანებით შეიძლება გადავდოთ. ყველაზე მთავარი, რისთვისაც ამას ვაკეთებთ უსაფრთხოებაა და ის მინიმალური მოთხოვნები მაინც უნდა დაკმაყოფილდეს, რაც უსაფრთხოებასთან კავშირშია. ესაა: მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის მინიმუმ ფსიქიატრულ დაწესებულებაში აღრიცხვაზე აყვანილი არ უნდა იყოს“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ არის მძღოლი და აუცილებელია ცხელ ხაზზე დარეკვის საშუალება გვქონდეს იმ შემთხვევაში თუ ტაქსის მძღოლი სათანადოდ არ მოგვემსახურა.

„როდესაც ჩვენ ტაქსიში ვსხდებით, უნდა ვიცოდეთ ვინ არის მძღოლი. უნდა გვქონდეს საშუალება ცხელ ხაზზე დავრეკოთ თუ ის სათანადოდ ვერ მოგვემსახურა. მძღოლსაც უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ თუ ის ისე ვერ განახორციელებს თავის საქმიანობას უსაფრთხოების სტანდარტის ჩარჩოებში, მომხმარებლის ხმა აუცილებლად მივა მარეგულირებლამდე“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი