უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ივლისი, 2020 16:00
font-size

ვფიქრობთ, ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება - საქართველოს საპატრიარქო

ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საპატრიარქო იმედოვნებს, რომ „ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად“.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თვალყურს ადევნებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აია სოფიას, რომელიც აშენდა როგორც გამორჩეული ქრისტიანული ტაძარი და ამ სახით ფუნქციონირებდა თითქმის 1000 წლის მანძილზე, შესაძლოა, სტატუსი შეეცვალოს.

ცნობილია ისიც, რომ თურქეთის მხარის ეს განაცხადი გარკვეულმა მიზეზებმა განაპირობა, თუმცა, ახლა, როდესაც კაცობრიობა არაერთი გლობალური გამოწვევის წინაშე დგას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებასა და განმტკიცებას; ვფიქრობთ, დღეს ბრძნული ნაბიჯი იქნება, თუ აია-სოფია კვლავაც ნეიტრალურ სივრცედ დარჩება.

პატივს ვცემთ რა თურქეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, ვიმედოვნებთ, რომ ეს დამოკიდებულება მეგობარი სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნება არა როგორც მის შიდა საქმეებში ჩარევად, არამედ ჩვენი, როგორც ერთ-ერთი უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსაზრებად და გულისტკივილის გამოხატულებად.

იმედი გვაქვს, თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობები კვლავაც გაღრმავდება, რაც ფრიად სასიკეთო იქნება ორივე ქვეყნისათვის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის მხარდასაჭერად ახალი პარტნიორობის ინიციატივა იწყება

10 აგვისტო, 2020 , 17:58

გაეროს ბავშვთა ფონდი და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, მხარს დაუჭერენ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სექტორის შემდგომ გაძლიერებას. ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერ

“ილიას „სარჩობელაზედ” ხომ გახსოვთ? პეტრე ეშაფოტის ირგვლივ შემოკრებილი ხალხით რომ არის გაოგნებული…”

10 აგვისტო, 2020 , 17:50

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე, „მთავარი არხის” ეთერში გასულ ნიკა გვარამიას და ბაჩანა ლობჟანიძის დიალოგს ეხმიანება, რომელშიც ისინი, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილზე და მის მეგობარ დეა კაპანაძეზე, ასევე მათ პირად

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის

10 აგვისტო, 2020 , 17:35

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტია, ლენგერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის. როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სვანეთში დახ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0743 ლარი გახდა

10 აგვისტო, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0743 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

TV „იმედმა“ გაავრცელა ცალმხრივი, მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია - „კავკასუს ონლაინი“

10 აგვისტო, 2020 , 17:35

„კავკასუს ონლაინი“ განცხადებას ავრცელებს და გადაცემა „იმედის კვირაში“ 2020 წლის 2 აგვისტოს გასულ სიუჟეტს - „რატომ გადადგა ქვეყნისთვის სარისკო ნაბიჯი „კავკასუს ონლაინმა&l

ქართული კაპიტალის ბაზრის რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაცია საქართველოზე სამართლებრივ დასკვნას აქვეყნებს

10 აგვისტო, 2020 , 17:20

2019 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის დაამტკიცა. 2020 წლის 29 ივლისს, საერთაშორისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციამ (ISDA

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე