უახლესი ამბები
- 18.11.2025 13:58საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
- 18.11.2025 12:14მცდელობასაც კი არ დავუშვებთ, ნებისმიერმა არაკეთილმოსურნემ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს არათუ ხელი შეუშალოს, თუნდაც რეპუტაციული ზიანი მიაყენოს - მარიამ ქვრივიშვილი
- 18.11.2025 12:02მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
- 18.11.2025 11:55პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს
- 18.11.2025 11:47ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
არქივი
პოლიტიკა
ვგეგმავ უკრაინის საზღვარი გადავკვეთო რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მხრიდან - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის აპირებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთას „რომელიმე ევროპული სახელმწიფოს“ მხრიდან, ხოლო უკრაინაში ჩასვლის ზუსტ თარიღს 16 აგვისტოს დაასახელებს.
ამის შესახებ მან ტელეარხ 24-თან ისაუბრა.
„დავბრუნდები უკრაინაში. ვგეგმავ, უკრაინის საზღვარი გადავკვეთო რომელიმე ევროპული სახელმწიფოს მხრიდან. სადმე სხვაგან მუდმივი საცხოვრებელი არ მაქვს არც ევროპაში, არც სხვაგან. ჩემი ყველა ნივთიც უკრაინაშია. ჩემი მეგობრების უმეტესობა და ის პარტია, რომელსაც ვხელმძღვანელობ, ყველა აქაა. მაზეგ დაბრუნების კონკრეტულ თარიღს დავასახელებ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპელ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მათ უკრაინელებს მხარი დაუჭირონ.
„უკრაინელების უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა ავიღე. პოროშენკოსა და ოლიგარქებს ეს ძალიან არ უნდათ. მაგრამ მე მათი არ მეშინია. ახლა ხშირად ვაძლევ ინტერვიუებს ევროპულ მედიას, ვუყვები სიტუაციას. ასევე ვკონტაქტობ რიგ ევროპელ პოლიტიკოსებთან, მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ უკრაინელ ხალხს“, - თქვა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, 26 ივლისს გახდა ცნობილი, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, ამის მიზეზი გახდა სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მისაღებად შესავსებ დოკუმენტებში არასწორი ინფორმაციის მიწოდება.
გუშინ კი ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ეთერი დაანონსა, სადაც ისაუბრებს „უკრაინაში დაბრუნებისა“ და „უკრანის უკრაინელებისთვის დაბრუნების“ გეგმაზე.
საკვანძო სიტყვები:
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა
17 ნოემბერი, 2025 , 13:08
ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ
17 ნოემბერი, 2025 , 12:57
ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში
17 ნოემბერი, 2025 , 12:42

