უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2017 16:50
font-size

ვგმობთ ინიციატივას ჯარიმებზე 20 %-იანი ფასდაკლების შემოღების შესახებ - ”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია’’

”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია’’ ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმის დანერგვას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

”საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის” მოსაზრებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ინიციატივა მთლიანად ანადგურებს, ცოტა ხნის წინ მიღებული საგზაო უსაფრთხოების პროგრამის არსს, რომელიც 2017 წლის 1 ივლისიდან შედის ძალაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაამტკიცოს მსგავსი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლითაც მათივე შეფასებით, ”პირდაპირ ხელს შეუწყობს მკვლელობების რაოდენობის ზრდას ჩვენს გზებზე”.

”ვგმობთ ინიციატივას ჯარიმებზე 20 %-იანი ფასდაკლების შემოღების შესახებ და მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის გაუაზრებელი და დაუსაბუთებელი. ამიტომ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს წინასაარჩევნო პოპულიზმთან და არა რაციონალურ გადაწყვეტილებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს ინიციატივა მთლიანად ანადგურებს, ცოტა ხნის წინ მიღებული საგზაო უსაფრთხოების პროგრამის არსს (ასევე შსს-ს მიერ ინიცირებული), რომელიც ძალაში შედის 2017 წლის 1 ივლისიდან და რომელშიც აქტიურად იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები. შეგახსენებთ, რომ 2012 წლის ნოემბერში, ასევე იქნა მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმების განახევრების შესახებ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე, რითაც წახალისდა დამრღვევ პირთა მთელი არმია, რის შემდეგაც ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაცვლილთა და დასახიჩრებულთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე გაიზარდა 40 %-ით. მაშინდელი გადაწყვეტილებიდან დღემდე, საქართველოს გზებზე გარდაიცვალა 3000-მდე ადამიანი და დასახიჩრდა 50 000-მდე, რაც მთელი ევროპის მასშტაბით არის ყველაზე უარესი შედეგი.

დღევანდელი მონაცემებით საქართველო გზებზე გარდაცვალებების რაოდენობის მიხედვით ევროპაში არის პირველ ადგილზე. ასეთი პოპულისტური და სრულიადდაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები, ახალისებს დამრღვევ პირებს, რაცსაბოლოოდ გამოიხატება ჩვენს გზებზე ხალხის ხოცვაში- ყოველწლიურად 600 ადამიანი. მიგვაჩნია, რომ მსგავსი გადაწყვეტილება საერთოდ არ შეესაბამება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების გაძლიერებას. შესაბამისად მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ გაიმეოროს 2012 წელს დაშვებული შეცდომა და არ დაამტკიცოს მსგავსი დანაშაულებრივი გადაწყვეტილება, რომლითაც პირდაპირ ხელს შეუწყობს მკვლელობების რაოდენობის ზრდას ჩვენს გზებზე”, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ვიდეოჯარიმებთან დაკავშირებით წამახალისებელი მექანიზმი ინერგება. კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, ყველა დაჯარიმებულ მოქალაქეს ეძლევა ე.წ. საშეღავათო პერიოდი და თუ დაკისრებულ ჯარიმას შესაბამისი სმს-შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადაიხდის, მისი ოდენობა 20%-ით შეუმცირდება. საჯარიმო ქვითარი დაჯარიმებულ პირს ფოსტით, მხოლოდ საშეღავათო პერიოდს არგამოყენების შემთხვევაში გაეგზავნება’’, - ნათქვამია განცხადებაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი